სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ლანჩხუთში 55 პროექტი განხორციელდება

982

2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 55 პროექტი განხორცილედება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში თათბირი გამართა.

როგორც მერიაში განმარტავენ, პროექტების უმეტესობა, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან დაფინანსდება გარეგანათების , შიდა გზებისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგებას მოიცავს.

მათივე ცნობით, პროექტების განხორციელებისთვის 748 000 ლარი დაიხარჯება.