ყოფილი დეპუტატი, რომელიც მდინარე რიონზე სწრაფმავალი ხომალდებით რეისების დანიშვნას ითხოვს, გემს აშენებს (ვიდეო)

1238

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

პარლამენტის მერვე მოწვევის ყოფილი დეპუტატი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ომარ ნიშნიანიძე, გემს აშენებს. გემი, რომელსაც “არგო” ერქმევა, ხისგან გაკეთდება და 20 ადამიანზე იქნება გათვლილი. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

ყოფილი დეპუტატი გემის მდინარე რიონში გაშვებას აპირებს. ნიშნიანიძე ამბობს, რომ “არგო”  მდგრადი და უსაფრთხო იქნება.  თუმცა, მდინარე რიონში, მცირეწყლიანიობის გამო, რეგულარული რეისების შესრულება ვერ მოხერხდება.

უკვე მზადაა გემის მაკეტიც. სამუშაოებისთვის საჭირო თანხას ყოფილი დეპუტატი სპონსორებითა და შემოწირულობებით აგროვებს. იდეის ავტორი ამბობს, რომ გემს ფოთში ინჟინერები ააწყობენ. სამუშაოები 2019 მაისის ბოლოს უნდა დასრულდეს.

ომარ ნიშნიანიძის გეგმის მიხედვით, 2 ივნისს, გემი ფოთიდან გამოემგზავრება, რომელსაც თან გამოყვება იასონის გაცოცხლებული პერსონაჟი, ვანში კი “არგოს” კოლხეთის მეფე, აიეტი და მისი ასული მედეა დახვდება.

თეატრალური სანახაობის შემდეგ, გემი ყოფილი დეპუტატის მიერ მოწყობილ არგონავტიკის მუზეუმში დაიდებს ბინას.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი დეპუტატი მდინარე რიონზე სწრაფმავალი ხომალდებით რეგულარული რეისები დანიშვნას ითხოვს.

მერვე მოწვევის პარლამენტის ყოფილმა წევრმა, “არგოს” მშენებლობის დაწყებამდე, ქუთაისში მდინარე რიონზე პორტის მოწყობის იდეა ჯერ კიდევ 2013 წელს გააჟღერა. მისი თქმით, ქუთაისს აქვს შესაძლებლობა საპორტო ქალაქად იქცეს.

დეპუტატი მაშინ ამ იდეის გამო საზოგადოებამ მწვავედ გააკრიტიკა.