ხაშურში კორპუსების ფასადებს აწესრიგებენ

1157

ხაშურში კოსტავას ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

როგორც ხაშურის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული სამუშაოებისთვის 61 683 ლარი დაიხარჯება და სამუშაოები აპრილის ბოლოსთვის დასრულდება. მათივე ცნობით, პროექტი მთლიანად მუნიციპალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ასევე, კორპუსების ფასადებს ტაბიძის ქუჩაზეც აწესრიგებენ.

“ღონისძიება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქის იერსახის მოწესრიგებას, გარდა აღნიშნული კორპუსებისა, ხორციელდება ტაბიძის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. კორპუსი დიდი ხნის აშენებულია და სავალალოდ გამოიყურება. აღნიშნული მიმართულებით მუშაობა ინტენსიურად გაგრძელდება და მთელი ქალაქის მასშტაბებს მოიცავს“,-  განაცხადა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა.