2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ქარელის მუნიციპალიტეტის 17 ადმინისტრაციულ ერთეულში 97 პროექტი განხორცილედება.
გარეგანათების, მოსაცდელების, სტადიონების, სკვერების, მზის ბატარიების, სანიაღვრეებისა და სარწყავი არხების მოწყობა, შიდა გზების შეკეთება, საფეხმავლო და სამანქანო ხიდების აღდგენა, სასმელი წყლის რეაბილიტაცია, სასაფლაოების შემოღობვა, საბავშვო ბაღების ეზოების კეთილმოწყობა და საბავშვო ატრაქციონების შეძენა, – ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლის განხორციელებისთვისაც ქარელში 940 000 ლარი დაიხარჯება.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, პროექტების ნაწილი ამჟამად დასრულებულია, ნაწილზე კი მიმდინარეობს სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო დანარჩენი პროექტებისთვის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებს ამზადებენ.