ჭიათურის მერია ახალგაზრდების მიერ ინიცირებულ პროექტებს დააფინანსებს

1061

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების მიერ ინიცირებულ პროექტებს დააფინანსებს.

კონკურსის პირველ ეტაპზე ახალგაზრდულმა გუნდებმა მერიაში 9 პროექტი წარმოადგინეს. კონკურსის მეორე ეტაპზე კი მერიის სპეციალური კომისია 3 გამარჯვებულ პროექტს გამოავლენს და 1 000 ლარით დააფინანსებს.

“ამ პროექტის მიზანია ახალგაზრდების თანამონაწილეობის გაზრდა თვითმართველობის პროცესებში, მოხალისეობრივი საქმიანობის ხელშეწყობა და ახალგაზრდების მეტი ჩართულობა ადგილობრივი პროექტების განხორციელებასა თუ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მოსწავლეთა საკრებულოსთან“, – განაცხადა ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ.

პროექტი მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით და ორგანიზებით ხორციელდება.