გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონის მუნიციპალიტეტები სკოლის მოსწავლეებისთვის ერთობლივ წამახალისებელ ფოტოკონკურსს – “აღმოაჩინე გურია” აცხადებენ. კონკურსის მიზანია გურიის ტურისტული ადგილების, ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაცია. კონკურსი 8 აპრილს დაიწყება და 22 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
“კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა გადაიღოთ შესაბამისი თემატიკის ფოტო, გამოქავეყნოთ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე, გაავრცელოთ და დააგროვოთ რაც შეიძლება მეტი მოწონება. აუცილებელია, ატვირთული ფოტო იყოს საჯარო და იდენტიფიცირებისთვის გამოიყენოთ შემდეგი სამი მონიშვნა: ესგურიაა, ფოტოს ადგილმდებარეობა და სკოლის დასახელება”, – განმარტავენ სამხარეო ადმინისტრაციაში.
კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია შემდეგი პირობები: მონაწილე უნდა იყოს გურიის რეგიონის სკოლის მოსწავლე; ფოტო გადაღებული უნდა იყოს კონკურსანტის მიერ; ფოტოს საკუთრების უფლებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კონკურსანტს; ატვირთული ფოტო უნდა იყოს საჯარო; ფოტოს აღწერაში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ზემოთ მოყვანილი სამი მონიშვნა (შესაძლებელია ფოტოს გაუკეთდეს სხვა, ვრცელი აღწერაც); საკონკურსო ფოტოდ შეიძლება წარმოდგენილი იყოს სელფიც, რომელზეც შესაძლებელი იქნება ადგილის/ღირსშესანიშნაობის იდენტიფიცირება.
კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან, როგორც დაგროვებული მოწონებების რაოდენობის, ასევე, ორგანიზატორების მიერ. გამარჯვებულებს გადაეცემათ სხვადასხვა სახის წამახალისებელი საჩუქრები და მოხდება მათი ნამუშევრების შემდეგი პოპულარიზაცია.
აღმოაჩინე გურია – ფოტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვისგურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონის…
Posted by ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია on სამშაბათი, 02 აპრილი, 2019