თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 57 ოჯახს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მიმდებარე დასახლებაში საცხოვრებელი ფართი გადაეცემა.
მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვა უკვე გამოცხადდა და მერიამ გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც საცხოვრებელ ფართებს 5 მისამართზე ააშენებენ, გამოავლინა. ჯამში გათვალისწინებულია 22 000 კვადრატული მეტრი ფართი, რომლითაც 300-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება.
კერძოდ:ნუცუბიძის ფერდობზე, წყალსადენის ტერიტორიის მიმდებარედ არსებულ 12 223 კვ.მ მიწის...
გამოკითხული მოქალაქეების, დაახლოებით, მეოთხედი ფიქრობს, რომ 2017 წელს არჩეული მერები და საკრებულოები მოქალაქეების ინტერესებს არ გამოხატავენ, - ნათქვამია ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" დაკვეთით ჩატარებულ გამოკითხვაში.
არასმთავრობო ორგანიზაციის დაკვეთით 2 087 რესპოდენტის გამოკითხვა, "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ჩაატარა და მისი ცდომილება 2.3%-ს შეადგენს.
რესპონდენტების მხოლოდ 33% მიიჩნევს, რომ მერი საქმიანობის დროს მოქალაქეთა ინტერესებს...
სტატიის გაგრძელება
დღეს დილიდან დედაქალაქის ქუჩებში ახალი ძეგლები გამოჩნდა - დამტვრეული, ნაავარიები მანქანები თბილისის სხვადასხვა უბანშია განთავსებული. ჯერ-ჯერობით, ცნობილი არ არის, ვინ არის აღნიშნული კამპანიის ინიციატორი და ვინ დადგა ძეგლები თბილისის ქუჩებში.
დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინსტალაციები ერთ-ერთი კომპანიის აქციის ნაწილია, რომლის შესახებ ინფორმაციაც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, თუმცა, არ აკონკრეტებენ, რომელი კომპანიაა, რა აქციის ფარგლებში განთავსდა და რამდენ ხანს...
ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ ახალი მოადგილე პაატა ლაგვილავა თანამშრომლებს უკვე წარუდგინა. ლაგვილავამ კულტურა, სპორტი და სოციალური საკითხები ჩაიბარა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
"შემოთავაზება ქალაქის მერისგან მივიღე. დავფიქრდი, გავიარე კონსულტაცია და მივიღე გადაწყვეტილება. ამ ეტაპისთვის მქონდა შეხვედრები ადმინისტრაციის სამსახურთან, სადაც გავიარეთ მიმდინარე თემები. ხვალ მოგეხსენებათ არიას 9 აპრილი და ვიქნებით ღონისძიებებზე წარმოდგენილი. ოთხშაბათიდან კი ვაპირებ ყველა იმ სამსახურში გასვლას, რომელიც ჩემს კონკრეტულ საკურატორო...
გორის მუნიციპალიტეტის მერია 315 000 ლარად მცირე ტევადობის ნაგვის გასატან სპეციალური მანქანებს შეიძენს. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
სატენდერო პირობების მიხედვით, მერია 3 მცირე ტევადობის მქონე ნაგვის გასატანი სპეციალური მანქანის შეძენას, ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან, 100 კალენდარული დღის ვადაში აპირებს.
სატენდერო კომისიის თავმჯდომარე მერის მოადგილე ერასტი ელიჯარაშვილია. წინადადებების მიღება 15 აპრილს დასრულდება.
პარალელურად, მერია კიდევ ერთ ნაგვის მანქანის შეძენაზე აცხადებს...
გორის კულტურისა და ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსად ირმა პაპიძე დაინიშნა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
აღნიშნულ თანამდებობას პაპიძე 2019 წლის 1 მარტიდან იკავებს.
სააგენტოს ხელმძღვანელმა გელა კაპანაძემ ეს გადაწყვეტილება გორის მერთან შეთანხმებით მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ირმა პაპიძე გორის მერიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი იყო. თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, მან სასამართლო დავა დაიწყო. მოგვიანებით კი, დავის შეწყვეტასა და მორიგებას დათანხმდა.
წინა სტატია
გორის კულტურისა და ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოში ხელშეკრულებით 7 ადამიანი დაასაქმეს, - ეს ინფორმაცია "რადიო მოზაიკას" სააგენტოს ხელმძღვანელმა დაუდასტურა.
გელა კაპანაძის ინფორმაციით, ახალი თანამშრომლების დამატება სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად დაგეგმილმა იმ პროექტმა განაპირობა, რომელიც ტურიზმის განვითარებას ისახავს მიზნად.
გელა კაპანაძე არ აკონკრეტებს მიღებული თანამშრომლების ვინაობას, თუმცა განმარტავს, რომ მერთან შეთანხმებით ეს გადაწყვეტილება პირადი კონტაქტების გამოყენებით მიიღო.
"გორი პატარა ქალაქია, ვიღაცა ყოველთვის იქნება...
თბილისში ნუცუბიძეზე წყლის მაგისტრალური მილი დაზიანდა. როგორც კომპანია GWP-ში აცხადებენ, ამ ეტაპზე, კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე არიან და პრობლემის აღმოფხვრაზე უკვე მუშაობენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ტექნიკური პრობლემის გამო ნუცუბიძის მესამე კვარტლის მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება დროებით შეეზღუდა.
შემთხვევა ჩხიკვაძის 35 ნომერში მოხდა.
https://www.youtube.com/watch?v=11fcebm8UI0
ახალქალქის შესასვლელში, მდინარე ფარავანში, დაბინძურებული წყალი ჩადის. საყოფაცხოვრებო ნარჩენები ქალაქთან ახლოს მდებარე სოფელ ხულოგუმოდან წყალს მოჰყვება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
პლასტმასის ბოთლებითა და სხვა ნარჩენებით, ცენტრალური გზის, დაახლოებით, ერთკილომეტრიანი მონაკვეთია დაბინძურებული.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იური უნანიანი ამბობს, რომ ქალაქის შესასვლელში დაყრილი ნარჩენების შესახებ მას ინფრომაცია აქამდე არ ჰქონდა და გამოცემა "სამხრეთის კარიბჭისგან" შეიტყო.
"დღესვე გავგზავნი თანამშრომლებს და შევისწავლით ამ საკითხს", - აცხადებს უნანიანი.
საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის პროექტის რეგიონული განხილვა ცაგერში გაიმართა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ინფორმაციით, სტრატეგიის განხილვაში ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, სსიპ ტურიზმის განვითარების ეროვნული ადმინისტრაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის "აწარმოე საქართველოში” და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
https://www.facebook.com/mrdi.gov.ge/posts/2484844641548643?__xts__=68.ARBR_anBUgHBpLO5T3IJ7AaWwchY3Hv0tUNpMww-j9dOOR1czkmsyGpagDhoi_uvBzDAowR9fS3rAZPLvYStLxSX4MUeTGRMU8g72818fhJIFiEqAxKzc7INo3OJFKQc-9Ul-VEXV5BIBSN76C1AU7AFgzkHH6rA8QyfHprkCgLw6s_79bghmR2BLMh2tSZRB5BbFvsdiLSO5ss7WufzDiCSpfeMEYtCbWUucONbGE5uu8NgJ_xxJFZ2AJ4sHlGkJcOYqoRM9s8e87ELgU3X1ankNXhyHligiMcqUdjSrbKE-L5gc17qCu_tfAggASzswh1w30hqXwXi7TdnPSo1B3WUsiYoTTfvdNzQztfL_OCYig3mE1MZGoqNlc-MG_IbYKTNhRUkFxvIBySSrLcSnnaCo3nbXytz53RQAG5Z4c_anFX_aB8OX5rOzW16L3HnaGNCOGg9sxhTGK04_FPm&__tn__=-R
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ფონდ "ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარესთან ნიკოლოზ ჩხეტიანთან, სამეგრელოს გუბერნატორთან ალექსანდრე მოწერელიასთან და ხობის მერთან გოჩა ქაჯაიასთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებს გაეცნო.
ილია ბეგიაშვილისა და ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით, სამინისტრო და ფონდი ერთობლივად სწავლობენ იმ პრიორიტეტულ საჭიროებებს, რაც ადგილობრივების საყოფაცხოვრებო პირობებს გააუმჯობესებს და პროექტებს სხვადასხვა მიმართულებით ეტაპობრივად განახორციელებენ.
"საავტომობილო გზების დეპარტამენტი რამდენიმე პროექტს უკვე ახორციელებს ხობის მუნიციპალიტეტში....
სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, რომელიც აუცილებელია როგორც სოფლის მეურნეობის, ისე ეკონომიკის განვითარებისთვის, - განაცხადა საქართველოს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სოფლის განვითარებისა და ამ სფეროში ეროვნული პოლიტიკის ჩამოყალიბების თაობაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
"რეგიონული განვითარების სამინისტროს პრიორიტეტია პატარა ქალაქებსა და სოფლებში შევქმნათ ისეთი ინფრასტრუქტურა, როგორიც გვაქვს დედაქალაქში, ანუ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები...
ანაკლია-განმუხურში საფეხმავლო ხიდის რეკონსტრუქციისა და ბულვარის ტერიტორიიდან ზღვის სანაპირომდე ჩასასვლელი ბილიკებისა და ველობილიკების აღდგენაზე ტენდერი ხელახლა გამოცხადდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, თავდაპირველად გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობა არავის მიუღია, რის გამოც მისი ხელახლა გამოცხადება გადაწყვიტეს.
ადგილობრივ ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ მუნიციპალიტეტი სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება.
სამივე ინფრასტრუქტურული სამუშაოს ჯამური ღირებულება 1 365 328 ლარია.
ანაკლიასა და განმუხურში ტურისტული სეზონისთვის სამზადისი უკვე დაიწყო. მერიის...
ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად მზადება დაიწყო. ქალაქის მერის დღესასწაულისთვის 80 000 ლარს დახარჯავს. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.
მერიამ გალაკონცერტისთვის სცენის, გახმოვანებისა და განათების მომსახურების შესასყიდად 16 700 ლარიანი ტენდერი უკვე გამოაცხადა. ცნობილია, რომ გალაკონცერტი წელსაც ტრადიციულად ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გაიმართება და ის ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდება. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ღონისძიებები იგეგმება ქუთაისის ტრადიციული დღესასწაულის აღსანიშნავად.
ღონისძიებების პროგრამა, სავარაუდოდ, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
გვირილობის დღესასწაულს ორმაისობასაც უწოდებენ და...
სტატიის გაგრძელება
ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა აშენდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეკო მიმართულებით მომუშავე ინდუსტრიული ჰოლდინგის, "აიგრუპის“ (aigroup) პრეზენტაციაზე განაცხადა.
პრმიერის თქმით, ქარხნა წელიწადში 40 000 ავტომობილს აწარმოებს, საიდანაც 50% შიდა ბაზრისთვის, ხოლო 20 000 ევროკავშირში საექსპორტოდ იქნება განკუთვნილი.
"პირველად ჩვენს რეგიონში, საქართველოში, იწყება ელექტრომობილების წარმოება. კომპანია "ჩანგანმა“, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ელექტრომობილების მწარმოებელი, რომლის სტრატეგიული პარტნიორები არიან ისეთი...
ხაშურში ბორჯომის ქუჩაზე თბილისის მხარეს არსებული შესასვლელიდან პოლიციის შენობამდე ახალი ღობეები გაკეთდება, ამის შესახებ პროექტი ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მერიამ დასამტკიცებლად უკვე გადაუგზავნა. აღნიშნული სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
"იგეგმება ორ კილომეტრიანი ტროტუარისა და ღობეების მოწყობა, ასევე გაკეთდება ეზოებში შესასვლელი კარებებიც, რომლებიც ერთნაირი იქნება. ბორჯომის ქუჩაზე რამდენიმე ადგილას მოეწყობა სკვერი და რეკრეაციული ზონა. ტენდერი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































