თბილისში ნუცუბიძეზე წყლის მაგისტრალური მილი დაზიანდა. როგორც კომპანია GWP-ში აცხადებენ, ამ ეტაპზე, კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე არიან და პრობლემის აღმოფხვრაზე უკვე მუშაობენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ტექნიკური პრობლემის გამო ნუცუბიძის მესამე კვარტლის მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება დროებით შეეზღუდა.
შემთხვევა ჩხიკვაძის 35 ნომერში მოხდა.