ფოთის მერს ახალი მოადგილე ჰყავს

802

ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ ახალი მოადგილე პაატა ლაგვილავა თანამშრომლებს უკვე წარუდგინა. ლაგვილავამ კულტურა, სპორტი და სოციალური საკითხები ჩაიბარა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“შემოთავაზება ქალაქის მერისგან მივიღე. დავფიქრდი, გავიარე კონსულტაცია და მივიღე გადაწყვეტილება. ამ ეტაპისთვის მქონდა შეხვედრები ადმინისტრაციის სამსახურთან, სადაც გავიარეთ მიმდინარე თემები. ხვალ მოგეხსენებათ არიას 9 აპრილი და ვიქნებით ღონისძიებებზე წარმოდგენილი. ოთხშაბათიდან კი ვაპირებ ყველა იმ სამსახურში გასვლას, რომელიც ჩემს კონკრეტულ საკურატორო სფეროს ეხება. ადგილზე გავეცნობით მიმდინარე პროექტებს, იდეებს, მოსაზრებებს, თუ რა არის განსახორციელებელი, რა არის დაგეგმილი“, – განაცხადა პაატა ლაგვილავამ.

ფოთის მერის მოადგილის თანამდებობა 1 აპრილიდან ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც რაც გიორგი ფარეშიშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.