გორის კულტურის სააგენტოს 7 თანამშრომელი შეემატა

1481

წინა სტატია

გორის კულტურისა და ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოში ხელშეკრულებით 7 ადამიანი დაასაქმეს, – ეს ინფორმაცია “რადიო მოზაიკას” სააგენტოს ხელმძღვანელმა დაუდასტურა.

გელა კაპანაძის ინფორმაციით, ახალი თანამშრომლების დამატება სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად დაგეგმილმა იმ პროექტმა განაპირობა, რომელიც ტურიზმის განვითარებას ისახავს მიზნად.

გელა კაპანაძე არ აკონკრეტებს მიღებული თანამშრომლების ვინაობას, თუმცა განმარტავს, რომ მერთან შეთანხმებით ეს გადაწყვეტილება პირადი კონტაქტების გამოყენებით მიიღო.

“გორი პატარა ქალაქია, ვიღაცა ყოველთვის იქნება ვიღაცის კლასელი, კურსელი, უბნელი, ქუჩელი და ასე შემდეგ. ნებისმიერი თანამშრომელი ყველგან, ნებისმიერ ინსტიტუციაში იქნება ვიღაცის მეზობელი და მეგობარი. კონკრეტული ადამიანების დამატება საწყის ეტაპზე ერთთვიანი ხელშეკრულებით მოხდა. ვისთან როგორ, რა ვადით გავაგრძელებთ თანამშრომლობას, უახლოეს მომავალში გვეცოდინება”, – აღნიშნა გელა კაპანაძემ

გელა კაპანაძე აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნისას, დაახლოებით, ორი თვის წინ აცხადებდა, რომ სააგენტოში კადრები გადავსებული იყო და საჭირო იყო თანამშრომლების შემცირება.