თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 57 ოჯახს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მიმდებარე დასახლებაში საცხოვრებელი ფართი გადაეცემა.
მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვა უკვე გამოცხადდა და მერიამ გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც საცხოვრებელ ფართებს 5 მისამართზე ააშენებენ, გამოავლინა. ჯამში გათვალისწინებულია 22 000 კვადრატული მეტრი ფართი, რომლითაც 300-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება.
კერძოდ:ნუცუბიძის ფერდობზე, წყალსადენის ტერიტორიის მიმდებარედ არსებულ 12 223 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გაიმარჯვა შპს ‘აპექს დეველოპმენტმა“; დიდ დიღომში, IV მიკრო რაიონში, N12 კორპუსის მიმდებარედ 2359 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე გაიმარჯვა შპს “არქიმედ ჰაუსმა“; დიდი დიღომში, IV მიკრო რაიონში, კორპ. 12-ის მიმდებარედ 11 774 კვ. მიწის ნაკვეთზე გაიმარჯვა “ბი დეველოპმენტმა“; დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ-ის მიმდებარედ არსებულ 10 177 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე გაიმარჯვა შპს “ფ.ს.გ.“-მ ; დიდ დიღომში პეტრე იბერის ქუჩის შესახვევის N13-ის მიმდებარედ არსებულ 16 885 კვ. მიწის ნაკვეთზე გაიმარჯვა შპს “ენსი გრუპმა“;
ამასთან, ინტერესთა გამოხატვა გამოცხადებულია კიდევ ორ მისამართზე: ნუცუბიძის ფერდობზე, IV მიკრორაიონის მიმდებარედ 89 219 კვ. მიწის ნაკვეთზე და დიდი დიღმის დასახლებაში, III მიკრორაიონის, N29 კორპუსის მიმდებარედ 8692 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე.