გორის კულტურის სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსად ირმა პაპიძე დაინიშნა

1174

გორის კულტურისა და ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსად ირმა პაპიძე დაინიშნა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

აღნიშნულ თანამდებობას პაპიძე 2019 წლის 1 მარტიდან იკავებს.

სააგენტოს ხელმძღვანელმა გელა კაპანაძემ ეს გადაწყვეტილება გორის მერთან შეთანხმებით მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ირმა პაპიძე გორის მერიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი იყო. თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, მან სასამართლო დავა დაიწყო. მოგვიანებით კი, დავის შეწყვეტასა და მორიგებას დათანხმდა.