გორის მუნიციპალიტეტის მერია 315 000 ლარად მცირე ტევადობის ნაგვის გასატან სპეციალური მანქანებს შეიძენს. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
სატენდერო პირობების მიხედვით, მერია 3 მცირე ტევადობის მქონე ნაგვის გასატანი სპეციალური მანქანის შეძენას, ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან, 100 კალენდარული დღის ვადაში აპირებს.
სატენდერო კომისიის თავმჯდომარე მერის მოადგილე ერასტი ელიჯარაშვილია. წინადადებების მიღება 15 აპრილს დასრულდება.
პარალელურად, მერია კიდევ ერთ ნაგვის მანქანის შეძენაზე აცხადებს ტენდერს. ამჯერად, საშუალო ტევადობის ნაგვის გასატანი სპეციალური მანქანის შეძენაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარის გადახდა აქვს გათვალისწინებული.