ქუთაისის მერია გვირილობის დღესასწაულისთვის 80 000 ლარს დახარჯავს

656

ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად მზადება დაიწყო. ქალაქის მერის დღესასწაულისთვის 80 000 ლარს დახარჯავს. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.

მერიამ გალაკონცერტისთვის სცენის, გახმოვანებისა და განათების მომსახურების შესასყიდად 16 700 ლარიანი ტენდერი უკვე გამოაცხადა. ცნობილია, რომ გალაკონცერტი წელსაც ტრადიციულად ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გაიმართება და ის ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდება. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ღონისძიებები იგეგმება ქუთაისის ტრადიციული დღესასწაულის აღსანიშნავად.

ღონისძიებების პროგრამა, სავარაუდოდ, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გვირილობის დღესასწაულს ორმაისობასაც უწოდებენ და ყოველწლიურად ამ დღეს სხვადასხვა კულტურული, გასართობი და სპორტული ღონისძიება იმართება.