ახალქალქის შესასვლელში, მდინარე ფარავანში, დაბინძურებული წყალი ჩადის. საყოფაცხოვრებო ნარჩენები ქალაქთან ახლოს მდებარე სოფელ ხულოგუმოდან წყალს მოჰყვება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
პლასტმასის ბოთლებითა და სხვა ნარჩენებით, ცენტრალური გზის, დაახლოებით, ერთკილომეტრიანი მონაკვეთია დაბინძურებული.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იური უნანიანი ამბობს, რომ ქალაქის შესასვლელში დაყრილი ნარჩენების შესახებ მას ინფრომაცია აქამდე არ ჰქონდა და გამოცემა “სამხრეთის კარიბჭისგან” შეიტყო.
“დღესვე გავგზავნი თანამშრომლებს და შევისწავლით ამ საკითხს”, – აცხადებს უნანიანი.