დამტვრეული მანქანები – ახალი ძეგლები დედაქალაქის ქუჩებში

2120
თბილისი

სტატიის გაგრძელება

დღეს დილიდან დედაქალაქის ქუჩებში ახალი ძეგლები გამოჩნდა – დამტვრეული, ნაავარიები მანქანები თბილისის სხვადასხვა უბანშია განთავსებული. ჯერ-ჯერობით, ცნობილი არ არის, ვინ არის აღნიშნული კამპანიის ინიციატორი და ვინ დადგა ძეგლები თბილისის ქუჩებში.

დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინსტალაციები ერთ-ერთი კომპანიის აქციის ნაწილია, რომლის შესახებ ინფორმაციაც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, თუმცა, არ აკონკრეტებენ, რომელი კომპანიაა, რა აქციის ფარგლებში განთავსდა და რამდენ ხანს იდგება ისინი ქალაქის ქუჩებში.

თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე კი სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს ერთგვარი შოკურ-სოციალური კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს, მძღოლებს ფრთხილად სიარულისკენ მოუწოდოს.

“დედაქალაქში გამოჩნდა დამტვრეული ავტომობილების სტენდები, რომელიც გამოსაჩენ ადგილზეა დამონტაჟებული. აქციის მიზანია, კიდევ ერთხელ დაგვაფიქროს ფრთხილად სიარულზე (სწორად შევარჩიოთ სიჩქარის ლიმიტი, არ მივუჯდეთ საჭეს ნასვამები, არ ვიმესიჯოთ მობიკურზე და ა.შ.) და გაგვაფრთხილოს, რომ ჩვენი ავტომობილი არ შემოდონ მაგ სტენდზე. მსოფლიო და ევროპული გამოცდილებაა. ერთგვარი შოკურ-სოციალური კამპანიის ფორმაა”, – წერს ოგბაიძე.

Posted by Shalva Ogbaidze on სამშაბათი, 09 აპრილი, 2019