20 საათისთვის საარჩევნო უბნებში ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. როგორც ცნობილია, დილის 8 საათიდან საქართველოს 5 ქალაქში - ხულოში, ზუგდიდში, ზესტაფონში, ჭიათურასა და მარნეულში მერების რიგგარეშე, 8 მუნიციპალიტეტში -  საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში საკრებულოს წევრთა შუალედური, ხოლო თბილისში, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, პარლამენტის შუალედური არჩევნების ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობდა. ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი...
ხმაური იყო ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის 78-ე საარჩევნო უბანზე, სოფელ ჭკადუაში. კომისიის თავმჯდომარესა და კომისიაში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს შორის შელაპარაკება მოხდა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. კომისიის თავმჯდომარე ნანა კვარაცხელია აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, როდესაც გადასატანი ყუთი წაიღო, ყუთში 27 ბიულეტენი იყო, ხოლო როდესაც უკან დააბრუნა 10 შეუვსებელი იყო. ამის არგუმენტად, ოპოზიციის წარმომადგენელმა კომისიაში დაასახელა, რომ ამ კონკრეტულ ამომრჩევლებს ფიზიკური მდგომარეობიდან...
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED)“ წარმომადგენელმა დათა აქუბარდიამ "ლაივპრესს“ უთხრა, რომ დღეს ზუგდიდში, კომბინატის უბანში, მე-14 საარჩევნო უბანთან მიკროავტობუსით, რომელსაც აფხაზური ნომრები ჰქონდა, ამომრჩევლები მიიყვანეს. "მგზავრებს გავესაუბრე და ვკითხე ვისი ორგანიზაებით იყვცნენ ჩამოსულები, თუმცა მათ არ მიპასუხეს“, - ამბობს დათა აქუბარდია. ფოტომასალა დათა აქუბარდიამ მოგვაწოდა.
ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიაში 18 საათისთვის 17 საჩივარია შესული. ამის შესახებ "ბათუმელებს" საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, ნოდარ მელაძემ განუცხადა. მისი თქმით, სამი საჩივარი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა დაწერეს, 14 საჩივარი კი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებლებმა. როგორც მელაძე ამბობს, საჩივრების ძირითადი მიზეზი პროცესუალური დარღვევები იყო, რომელთა უმეტესობა ადგილზევე აღმოიფხვრა. შეგახსენებთ, რომ ხულოში მერის რიგგარეშე არჩევნები იმართება. ხულოსთან ერთად, რიგგარეშე არჩევნებია 4 მუნიციპალიტეტში, ხოლო 8...
მე თავს მერად ვთვლი, - ამის შესახებ პარტია "თავისუფალი საქართველოს" ზესტაფონის მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ საოლქო კომისიასთან გამართულ გამაფრთხილებელ აქციაზე განაცხადა. აქციაზე პარტიის თავმჯდომარემ კახა კუკავამ და მერობის კანდიდატმა  გოგი წულაიამ საარჩევნოდ არსებულ დარღვევებზე ისაუბრეს. მათივე განცხადებით, მათ კოორდინატორებზე ზეწოლა მიმდინარეობს. "წინა საარჩევნო პერიოდში მე ვნახე, როგორ გვიჭერს მხარს მოსახლეობა. მე თავს მერად ვთვლი და როდესაც დავჭირდები ზესტაფონელებს მათ გვერდით ვიქნები. ...
წინა სტატია ზუგდიდში N5 საარჩევნო უბანზე, რომელიც ცოტა ხნის წინ სასულიერო პირმა აკურთხა, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. უბანზე დეკანოზ ფრიდონ ასათიანის მისვლა და რელიგიური რიტუალის შესრულება "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელმა გააპროტესტა. მაია კალანდიამ თქვა, რომ უბანზე არაუფლებამოსილი პირი არ უნდა შესულიყო. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ კი ოპოზიციონერ დამკვირვებელს უბანი დაატოვებინეს. ასევე, უბნის დატოვება მოუწია მურმან ბერიშვილსაც. ბერიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, თუმცა, როგორც საუბნო...
წინა სტატია 17:00 საათის მონაცემებით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა ისევ ყველაზე დაბალია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთაწმინდაზე საკუთარი არჩევანი ამომრჩეველთა მხოლოდ 26,6%-მა (11 669 ამომრჩეველი) დააფიქსირა. ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ საგარეჯოშია. ამ ოლქში კენჭისყრაში მონაწილეობა 67,8%-მა (309 ამომრჩეველი) მიიღო. საგარეჯოს შემდეგ აქტივობით გამოირჩევა ხულო, სადაც არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 49,5%-მა (11 931 ამომრჩეველი) მიიღო. რაც შეეხება დანარჩენ ოლქებს, ამომრჩეველთა აქტივობა ასეთია: ადიგენი - 45,8%...
ზუგდიდის ნომერ 1 საარჩევნო უბანზე დღისით დაკავებული "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელი, რუსუდან მჭედლიძე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხეს და გამოუშვეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. მან დღეს უბანზე სამაგიდო სიები წაართვა კომისიის წევრებს, რასაც ხმაური მოჰყვა. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, რუსუდან მჭედლიძე არ დაემორჩილა პოლიციის მოწოდებებს, რის შედეგადაც ის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. მას 2000-ლარიანი ჯარიმა ან 15 დღით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები სამეგრელოში იმყოფებიან და ოპერატიულად რეაგირებენ რიგგარეშე არჩევნების მსვლელობისას მომხდარ ინციდენტებზე. მათ არაერთი საარჩევნო უბანი მოინახულეს, შეხვდნენ დაკავებულებს და აგრძელებენ ადამიანის უფლებადარღვევის ფაქტებზე რეაგირებას, - ამის შესახებ  სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა პირს, საარჩევნო პროცესისას უფლებადარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართონ სახალხო დამცველი აპარატის თანამშრომლებს; ასევე, დარეკონ სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე 14-81-ზე.
მარნეულის მეორე საარჩევნო უბნიდან "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელი თამარ მეტრეველი გააძევეს. როგორც უბნის თავმჯდომარემ განაცხადა, მეტრეველი პროვოკაციებს აწყობდა. როგორც მეტრეველმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან დარღვევების მითითების გამო, მის მიმართ უბნის მდივანი აგრესიულობით გამოირჩეოდა. "დარღვევებზე თვალს არ ვხუჭავდი და ეს არ მოსწონდათ. თურმე, მე ვარღვევ რაღაც კანონს და საარჩევნო პროცესს ვუშლი ხელს. დღის განმავლობაში ბევრი დარღვევა იყო, საოლქოს წარმომადგენელიც იყო მოსული...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, Presa.ge-ს მთავარი რედაქტორი გიორგი კაპანაძე წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. როგორც უწყებაში განმარტავენ,  კაპანაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული. შეგახსენებთ, რომ გიორგი კაპანაძე პოლიციამ რამდენიმე საათის წინ დააკავა.
მარნეულის მერობის სახელისუფლებო კანდიდატმა, ზაურ დარგალმა მარნეულის რადიოსთან განაცხადა, რომ მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნები, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა, ოპოზიციის მხრიდან გარკვეულ პროვოკაციებს აქვს ადგილი. "ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციის მცდელობებია, მაგრამ არაფერი გამოუვათ იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ მოსახლეობის სრული მხარდაჭერა გვაქვს და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ისინი უკვე ატყობენ, რომ არჩევნებს აგებენ და ცდილობენ, კონკრეტულ უბანზე პროვოკაციები მოაწყონ", -აცხადებს ზაურ დარგალი. "ქართული ოცნების" მერობის...
სტატიის გაგრძელება ვლაქერნის ღვთისშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მოძღვარმა დეკანოზმა ფრიდონმა ზუგდიდის N5 საარჩევნო უბანი აკურთხა. "ჩვენ გვევალება, რომ ხალხი ვაკურთხოთ", - უთხრა დეკანოზმა გამოცემა "ლაივპრესს" და დასძინა, რომ ეს ჯერ პირველი უბანია, თუმცა აპირებს, რომ საღამოს 8 საათამდე რამდენ ადგილას მისვლასაც მოასწრებს, იმდენი უბანი აკურთხოს.  
ზესტაფონში 53-ე საარჩევნო უბანზე საკრებულოს წევრმა მმართველი პარტიიდან მაია ჩხეიძემ საარჩევნო უბანზე ღია აგიტაცია განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს. პარტიის წევრების განცხადებით, საკრებულოს დეპუტატმა არჩევანი საარჩევნო კაბინაში შესვლის გარეშე გააკეთა, რითაც ფარულობის პრონციპი დაირღვა. "მაია ჩხეიძემ უბანზე განახორციელა ღია აგიტაცია და იმ მომენტში საარჩევნო უბანზე მყოფ ამომრჩევლებს მმართველი პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ეს არის საარჩევნო კოდექსის დარღვევა“, -...
ამ დროის მონაცემებით, ყველაზე მეტი საჩივარი ზუგდიდისა და მარნეულის ოლქებში დაიწერა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 68 საჩივარია შესული, საიდანაც 30 ზუგდიდზე, ხოლო 20 მარნეულზე მოდის. "ამ დროის მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 68 საჩივარი. მათგან ზუგდიდში - 30, მარნეულში - 20, ზესტაფონში 5, ხულოში - 11, ოზურგეთში 1, თბილისში, მთაწმინდაზე -1. ეს საჩივრები ძირითადად შეეხება პროცედურულ...
"მიუხედავად იმისა, რომ არის არაფრისგან თემების შექმნის მცდელობა და ზუგდიდში სხვებთან შედარებით ცოტა უფრო ემოციურად მიმდინარეობს არჩევნები, ყველაფერი არის ნორმალურად", - ამის შესახებ სენაკში მყოფმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. "რა თქმა უნდა, საარჩევნო პროცესის შეფასება ჩემი საქმე არ არის. ამისთვის დამკვირვებლები არსებობენ და არსებობს ცესკო, თუმცა, ერთმნიშვნელოვნად ფაქტია ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ არის არაფრისგან თემების შექმნის მცდელობა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ