არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED)“ წარმომადგენელმა დათა აქუბარდიამ “ლაივპრესს“ უთხრა, რომ დღეს ზუგდიდში, კომბინატის უბანში, მე-14 საარჩევნო უბანთან მიკროავტობუსით, რომელსაც აფხაზური ნომრები ჰქონდა, ამომრჩევლები მიიყვანეს.
“მგზავრებს გავესაუბრე და ვკითხე ვისი ორგანიზაებით იყვცნენ ჩამოსულები, თუმცა მათ არ მიპასუხეს“, – ამბობს დათა აქუბარდია.
ფოტომასალა დათა აქუბარდიამ მოგვაწოდა.