გახარია: ზუგდიდში არჩევნები ცოტა უფრო ემოციურად მიმდინარეობს, თუმცა, ყველაფერი არის ნორმალურად

824

“მიუხედავად იმისა, რომ არის არაფრისგან თემების შექმნის მცდელობა და ზუგდიდში სხვებთან შედარებით ცოტა უფრო ემოციურად მიმდინარეობს არჩევნები, ყველაფერი არის ნორმალურად”, – ამის შესახებ სენაკში მყოფმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

“რა თქმა უნდა, საარჩევნო პროცესის შეფასება ჩემი საქმე არ არის. ამისთვის დამკვირვებლები არსებობენ და არსებობს ცესკო, თუმცა, ერთმნიშვნელოვნად ფაქტია ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ არის არაფრისგან თემების შექმნის მცდელობა და ამ მცდელობას დღეს მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებოდი, ზუგდიდში სხვებთან შედარებით ცოტა უფრო ემოციურად მიმდინარეობს არჩევნები, თუმცა ყველაფერი არის ნორმალურად. მე მოვისმინე რამდენიმე სადამკვირვებლო მისიის შეფასება, რომელშიც არის, რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემები, თუმცა არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ ხდება. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც მთელ საქართველოში, ზუგდიდშიც, მშვიდად, დემოკრატიულად, თავისუფალ გარემოში, ზუგდიდელებს ექნებათ საშუალება, აირჩიონ საკუთარი ქალაქის მერი”, – განუცხადა ჟურნალისტებს გახარიამ.

შს მინისტრის თქმით, ზუგდიდში ჩასული ხალხი წავა სახლში და ზუგდიდელები დარჩებიან თავიანთ ახალ მერთან ერთად ზუგდიდში.

“ყველას მინდა ვუთხრა, რომ ეს დიდი რაოდენობის ადამიანების კონცენტრირება ზუგდიდში – ჩვენ მეგრელებს სტუმარ-მასპინძლობას ვერ გვასწავლის ვერავინ, ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველას ვუმასპინძლებთ, ყველას გავუმასპინძლდებით, რა თქმა უნდა ასევე მეგობრებად დავშორდებით ერთმანეთს, უბრალოდ ის ხალხი წავა თავისთან სახლში და ზუგდიდელები დარჩებიან თავიანთ ახალ მერთან ერთად ზუგდიდში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.