ზუგდიდის 78-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)

675

ხმაური იყო ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის 78-ე საარჩევნო უბანზე, სოფელ ჭკადუაში. კომისიის თავმჯდომარესა და კომისიაში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს შორის შელაპარაკება მოხდა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

კომისიის თავმჯდომარე ნანა კვარაცხელია აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, როდესაც გადასატანი ყუთი წაიღო, ყუთში 27 ბიულეტენი იყო, ხოლო როდესაც უკან დააბრუნა 10 შეუვსებელი იყო. ამის არგუმენტად, ოპოზიციის წარმომადგენელმა კომისიაში დაასახელა, რომ ამ კონკრეტულ ამომრჩევლებს ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეეძლოთ საკუთარი არჩევნის დაფიქსირება. თუმცა ნანა კვარაცხელია აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში მოხდა საარჩევნო დარღვევა, რადგან ბიულეტენზე არ იყო მითითებული არც ოჯახის ხელმოწერა და არც მიზეზი თუ რატომ ვერ შეძლეს ამ ადამიანებმა ბიულეტენის შემოხაზვა.

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი კი თავდაპირველად აცხადებდა, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ მასზე არ იყო დამოკიდებული, ხოლო შემდგომ განაცხადა, რომ მხოლოდ მისი შეცდომა იყო.