“ნაცმოძრაობა“: ზესტაფონში საკრებულოს წევრმა მმართველი პარტიიდან საარჩევნო უბანზე ღია აგიტაცია განახორციელა

1132

ზესტაფონში 53-ე საარჩევნო უბანზე საკრებულოს წევრმა მმართველი პარტიიდან მაია ჩხეიძემ საარჩევნო უბანზე ღია აგიტაცია განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს. პარტიის წევრების განცხადებით, საკრებულოს დეპუტატმა არჩევანი საარჩევნო კაბინაში შესვლის გარეშე გააკეთა, რითაც ფარულობის პრონციპი დაირღვა.

“მაია ჩხეიძემ უბანზე განახორციელა ღია აგიტაცია და იმ მომენტში საარჩევნო უბანზე მყოფ ამომრჩევლებს მმართველი პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ეს არის საარჩევნო კოდექსის დარღვევა“, – განაცხადა ბექა ონიანმა.

მომხდარის გამო მათ საოლქო კომისიაში საჩივარი დაწერეს.