ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიაში 18 საათისთვის 17 საჩივარია შესული. ამის შესახებ “ბათუმელებს” საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, ნოდარ მელაძემ განუცხადა.
მისი თქმით, სამი საჩივარი „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა დაწერეს, 14 საჩივარი კი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებლებმა.
როგორც მელაძე ამბობს, საჩივრების ძირითადი მიზეზი პროცესუალური დარღვევები იყო, რომელთა უმეტესობა ადგილზევე აღმოიფხვრა.
შეგახსენებთ, რომ ხულოში მერის რიგგარეშე არჩევნები იმართება. ხულოსთან ერთად, რიგგარეშე არჩევნებია 4 მუნიციპალიტეტში, ხოლო 8 მუნიციპლიტეტსა და თბილისის მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნები იმართება.