გოგი წულაია: მე თავს ზესტაფონის მერად ვთვლი

858

მე თავს მერად ვთვლი, – ამის შესახებ პარტია “თავისუფალი საქართველოს” ზესტაფონის მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ საოლქო კომისიასთან გამართულ გამაფრთხილებელ აქციაზე განაცხადა.

აქციაზე პარტიის თავმჯდომარემ კახა კუკავამ და მერობის კანდიდატმა  გოგი წულაიამ საარჩევნოდ არსებულ დარღვევებზე ისაუბრეს. მათივე განცხადებით, მათ კოორდინატორებზე ზეწოლა მიმდინარეობს.

“წინა საარჩევნო პერიოდში მე ვნახე, როგორ გვიჭერს მხარს მოსახლეობა. მე თავს მერად ვთვლი და როდესაც დავჭირდები ზესტაფონელებს მათ გვერდით ვიქნები.  დაშინება დაიწყო,  ჩემი კოორდიანტორები აღარ მეკონტაქტებიან და ტელეფონები გათიშეს. დაშინებული ადამიანები ვერ საუბრობენ და მე ვისაუბრებ მათ ნაცვალად. არ გაუვათ გაყალბება და დავიცავთ ხმებს”-განაცხადა გოგი წულაიამ.

კახა კუკავას თქმით, მეორე ტურში მოხვედრის შანსი აქვს მათ კანდიდატს და თუ მათი ბიულეტენები გაბათილდა, აქციებს გამართავენ.