წინა სტატია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების მიერ ენგურის ხიდის ცალმხრივად ჩაკეტვას მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების უკანონო შეზღუდვად აფასებს.
"აღნიშნული საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, ცალსახად, განიხილება, როგორც მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების უკანონო შეზღუდვა, რაც ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას, მიზნად ისახავს მოსახლეობის იზოლაციას და საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, - განაცხადეს სუს-ში.
შერიგებისა...
ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს პროგრამის – “შენი იდეა ბათუმს” ფარგლებში, ერთ-ერთი იდეის ავტორი, მარიამ მიქელაძე, პროექტის "მწვანე ტურიზმის" განხილვას სთავაზობს.
",,მწვანე ტურიზმი" ნებისმიერ მოგზაურს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო გამოწვევაში, რაც ხე-მცენარეების დარგვას გულისხმობს და შეიტანოს წვლილი ადგილობრივი ტურიზმის განვითარებაში. ტურისტზე გაიცემა სერთიფიკატი სუვენირის სახით, რომელიც ადასტურებს, რომ მან ნამდვილად დარგო ხე ერთ-ერთი მოგზაურობის დროს.
ხეზე, რომელსაც რგავს ტურისტი, დატანილი იქნება...
თბილისის მერს კახა კალაძეს პროგრამის – “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში, ერთ-ერთი იდეის ავტორი თეონა გიორგაძე გარეუბნებში არსებული კორპუსების შეღებვას სთავაზობს. იდეის ავტორის თქმით, თბილისის გარეუბნები ძალიან მივიწყებულია.
"მოგეხსენებათ, თბილისის გარეუბნები ძალიან მივიწყებულია და კარგი იქნება, თუკი გარეუბნებში მდებარე ძველაშენებულ კორპუსებს გავალამაზებთ და ნათელ ფერებში შევღებავთ და შესაბამისად, ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ მდგომი კორპუსები აღარ იქნება ძალიან ცუდი შესახედი", - განმარტავს...
თბილისის მერს კახა კალაძეს პროგრამის – “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში, ერთ-ერთი იდეის ავტორი გვანცა წაქაძე ვერის ბაღის ასასვლელი კიბეების მოხატვას სთავაზობს. იდეის ავტორის თქმით, კიბეების ამჟამინდელი მდგომარეობა სახიფათოა.
"ვერის ბაღის ასასვლელი კიბეები, რომელიც ამჟამად არის ბნელი და საფრთხილო ადგილი როგორც კი მოსაღამოვდება, შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთ ლამაზ ადგილად. მსგავსი სანახაობა ევრობის ბევრ ქვეყანაშია და სადაც ტურისტები სპეციალურად მიდიან სურათის გადასაღებად....
ქალაქ სიღნაღში აბრამიშვილის, ბეჟანიშვილის, მოსაშვილის და მოსულიშვილის ქუჩებზე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სიღნაღის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, აბრამიშვილის და ბეჟანიშვილის ქუჩებზე მოასფალტება დასრულდა. ასევე, ბეჟანიშვილის ქუჩის ნაწილზე ბეტონის საფარი დაიგო.
"რაც შეეხება მოსაშვილის ქუჩას, რეაბილიტაციის პირველი ნაწილი დასრულებულია და უახლოეს დღეებში ასფალტის საფარის მეორე ფენა დაიგება. აღსანიშნავია, რომ ბეჟანიშვილის და აბრამიშვილის ქუჩების გზა წლების მანძილზე ავარიული იყო და აქ ასფალტის საფარი...
წინა სტატია
ქარელის მერს ნეპოტიზმში ადანაშაულებენ. გამოცემა "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის" ინფორმაციით, ქარელის მერიამ ორი ორგანიზაცია ერთი და იმავე მიზნებით შექმნა და ახლა ქარელის კეთილმოწყობისთვის ორი ორგანიზაცია მუშაობს. ორგანიზაციებში დასაქმებულები კი, ქარელის მერის ძმა და ნათესავები არიან.
თავის მხრივ, ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი ირწმუნება, რომ "კეთილმოწყობის" ცენტრში დასაქმებული ზვიად იმერლიშვილი და ზვიად გულიაშვილი მისი ნათესავები არ არიან. რაც შეეხება ძმას, მისი...
სტატიის გაგრძელება
ქარელის მუნიციპალიტეტში ორი სამსახურია, რომელთაც მიზნად "ქარელის კეთილმოწყობა" აქვთ დასახული. ერთ-ერთი მათგანი ა(ა)იპ-ია, მეორე კი შპს. ორივეს დამფუძნებელი ადგილობრივი თვითმმართველობაა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
"ქარელის კეთილმოწყობის ცენტრი" და "ქარელის კეთილმოწყობის სამსახური" სხვადასხვა ორგანიზაციებია მერიის იურისტისთვის. ინგა ეკალაძე ამბობს, რომ სახელებს მნიშვნელობა არა აქვს და მნიშვნელობა აქვს დებულებაში რა წერია.
მისი თქმით, ა(ა)იპ-ები მერიის ბიუჯეტიდან სუბსიდიების სახით ფინანსდება, ხოლო
"შპს"...
დღეს პრემიერი პარლამენტს მთავრობის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს არ წარუდგენს. ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტშიც დაადასტურა. მისი თქმით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, სამთავრობო პროგრამაზე საუბარი შეუსაბამო იქნებოდა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრი ვალდებულია პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით საგაზაფხულო სესიის ბოლო თვეს - ივნისში გამოვიდეს. სესია ხვალ, 28 ივნისს იხურება.
პრემიერის განცხადებით, ვინაიდან ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენები მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს...
წინა სტატია
რამდენიმე დღის წინ თელავის ისტორიულ ნაწილში, სავარაუდოდ, მე-11 საუკუნით დათარიღებული კვირიკე დიდის სასახლის ფრაგმენტები აღმოაჩინეს, რომელიც, შესაძლოა, ახალი ტურისტული და არქეოლოგიური რუკის შექმნის საფუძველი გახდეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
ექსპედიციის ხელმძღვანელის, არქეოლოგ გიორგი ლაღიაშვილის ინფორმაციით, გათხრების შედეგად სხვა უძველესი ნაშთებიც არის ნაპოვნი. მისივე თქმით, აღმოჩენების მიხედვით ახალ ტურისტულ რუკებზე მუშაობა იგეგმება.
"ქალაქის დასავლეთ ნაწილში V-VII საუკუნეებით დათარიღებული რიგით მეხუთე ციხე-კოშკის...
გორის პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის, მერიამ ტენდერები გამოაცხადა, რომლის ჯამური სავარაუდო ღირებულება 300 540 ლარია. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
უშუალოდ შენობის რეაბილიტაციისთვის 285 800 ლარი დაიხარჯება. გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სპორტულ მოედანს, რისთვისაც 14 740 ლარია გათვალისწინებული.
ტენდერებზე წინადადებების მიღება 18 ივლისს 14 საათზე დასრულდება.
წინა სტატია
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში თანამშრომელთა შესარჩევად კონკურსის მეორე ეტაპი, გასაუბრება, დასრულდა. ექვსი შერჩეული კანდიდატიდან გასაუბრებაზე ორი გამოცხადდა. ერთი პოზიციაზე კი კონკურსი ჩაიშალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციაში ორ ვაკანტურ პოზიციაზე სულ 23 განაცხადი შევიდა. საბუთების გადარჩევის შემდეგ, ექვსი კონკურსანტი შეირჩა. გასაუბრებაზე კი, სამხარეო ადმინისტრაში მხოლოდ ორი მათგანი გამოცხადდა. ორივე ერთ, საზოგადოებასთან ურთიერთობის აპარატის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
რაც...
რუსული ტურისტული ემბარგოს საპასუხოდ ლემონდო ჯგუფმა კრეატიული პლატფორმა “summerin.ge” შექმნა , სადაც ვლადიმერ პუტინისთვის სილის გარტყმაა შესაძლებელი.
ვებგვერდი საყოველთაო კამპანიის “Spend Your Summer in Georgia - გაატარე ზაფხული საქართველოში“ ფარგლებში მომზადდა. ონლაინ პლატფორმის შემქმნელები მოუწოდებენ უცხოელებს, საქართველოს სოლიდარობის ნიშნად პუტინს სილა გააწნან და ზაფხულიც აქ გაატარონ.
"ძვირფასო მეგობრებო მსოფლიოს გარშემო! ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 80%-ს გთავაზობთ დასასვენებლად. დანარჩენი 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ამიტომ...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის მცხოვრებლებმა გორი-ნიქოზის საავტომობილო გზა გადაკეტეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
სოფლის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას და ძლიერი წვიმის და უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული გზების მოწესრიგებას ითხოვს. მათი განცხადებით, მიმდინარე თვეში, ზედიზედ რამდენჯერმე მოსულმა უხვმა ნალექმა საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანად გამოიყვანა მწყობრიდან და ადგილობრივები ბაღებთან მისვლას ვერ ახერხებენ.
ახალდაბაში იმყოფებიან გორის მუნიციპალიტეტის ვიცემერი და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი, ასევე, საკრებულოს წევრი...
იმისთვის, რომ ჩვენი მომხმარებლისთვის გაზის მოხმარება იყოს უსაფრთხო, მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ექსპერტიზას გადის სხვადასხვა უწყებებში და მალე წარედგინება პარლამენტს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
თურნავას თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გამკაცრდება პასუხისმგებლობები, შემუშავდება ახალი სტანდარტები და გარკვეულწილად სავალდებულო ხასიათსაც შეიძენს მთელი რიგი რეგულაციები.
ამასთან, მისივე თქმით, საცხოვრებელ სახლებში ბუნებრივი აირის დანადგარების მონტაჟის სპეციალისტები საქართველოს...
"ჩვენი მხარდაჭერა ანაკლიის პორტის პროექტს”, – სწორედ ამ სახელწოდებით მოამზადეს მოქალაქეებმა მანიფესტი, რომელსაც ამ ეტაპზე, 5 ხელმოწერა აქვს. მიმართვის ადრესატი საქართველოს მთავრობა და ფინანსთა სამინისტროა.
მანიფესტის ავტორის ალექსანდრე ყლოშვილის თქმით, "ერთი ადამიანის ხუშტურის გამო" ბრძოლა ისეთი პროექტის წინააღმდეგ, რომელშიც ინვესტიციას ახორციელებენ უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტები და კორპორაციები დედამიწის ყველა წერტილიდან, ღალატის ტოლფასია.
"საქართველოს მოსახლეობა კარგად აცნობიერებს და აანალიზებს ქვეყნის გარშემო მიმდინარე პროცესებს....
2019 წელს უცხოურ მედიაში აჭარის რეკლამირებაზე ბიუჯეტიდან 4 988 400 ლარი გამოიყო. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ბიუჯეტით განსაზღვრული თანხიდან მიმდინარე წელს 182 263 ლარი დაიხარჯა, კერძოდ, სატელევიზიო რეკლამაზე - 89 239 ლარი, სარეკლამო - საინფორმაციო ტურების ორგანიზებაზე- 93 024 ლარი.
გასულ წელს აჭარის რეგიონის უცხოურ მედიაში რეკლამირებაზე, ბიუჯეტით განსაზღვრული 5 880 000 ლარი იყო, საიდანაც 5 539 564 ლარი დაიხარჯა. მათ შორის,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































