გავაფერადოთ გარეუბნებში კორპუსები – იდეა თბილისის მერს

1388

თბილისის მერს კახა კალაძეს პროგრამის – “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში, ერთ-ერთი იდეის ავტორი თეონა გიორგაძე გარეუბნებში არსებული კორპუსების შეღებვას სთავაზობს. იდეის ავტორის თქმით, თბილისის გარეუბნები ძალიან მივიწყებულია.

“მოგეხსენებათ, თბილისის გარეუბნები ძალიან მივიწყებულია და კარგი იქნება, თუკი გარეუბნებში მდებარე ძველაშენებულ კორპუსებს გავალამაზებთ და ნათელ ფერებში შევღებავთ და შესაბამისად, ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ მდგომი კორპუსები აღარ იქნება ძალიან ცუდი შესახედი”, – განმარტავს იდეის ავტორი.

იდეის განხილვა თბილისის მერიაში იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის 2 500 ხმას შეაგროვებს. აღნიშნული იდეისთვის ხმის მიცემა 3 აგვისტომდეა შესაძლებელი.

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ვებგვერდზე 78 მიმდინარე, 350 დაბლოკილი, 1 უარყოფილი, 20 განსახილველი,  891 არშემდგარი და 3 შეთანხმებული იდეა ფიქსირდება.