გორის პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაციას 300 ათას ლარზე მეტი მოხმარდება

671

გორის პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის, მერიამ ტენდერები გამოაცხადა, რომლის ჯამური სავარაუდო ღირებულება 300 540 ლარია. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

უშუალოდ შენობის რეაბილიტაციისთვის 285 800 ლარი დაიხარჯება. გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სპორტულ მოედანს, რისთვისაც 14 740 ლარია გათვალისწინებული.

ტენდერებზე წინადადებების მიღება 18 ივლისს 14 საათზე დასრულდება.