თბილისის მერს კახა კალაძეს პროგრამის – “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში, ერთ-ერთი იდეის ავტორი გვანცა წაქაძე ვერის ბაღის ასასვლელი კიბეების მოხატვას სთავაზობს. იდეის ავტორის თქმით, კიბეების ამჟამინდელი მდგომარეობა სახიფათოა.
“ვერის ბაღის ასასვლელი კიბეები, რომელიც ამჟამად არის ბნელი და საფრთხილო ადგილი როგორც კი მოსაღამოვდება, შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთ ლამაზ ადგილად. მსგავსი სანახაობა ევრობის ბევრ ქვეყანაშია და სადაც ტურისტები სპეციალურად მიდიან სურათის გადასაღებად. აღნიშნული კიდევ მეტად ზრდის ქალაქს პოპულარიზაციას. გარდა პოპილარიზაციისა ზემოთ აღნიშნული ადგილი გადაიქცევა ახალგაზრდების დასასვენებელ და ვარჯიშისთვის კიდევ ერთ ლამაზ ადგილად”, – განმარტავს გვანცა წაქაძე.
პროექტის განსახორციელებლად საჭირო ბიუჯეტი, სავარაუდოდ, 1 000 ლარს შეადგენს.
იდეის განხილვა თბილისის მერიაში იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის 2 500 ხმას შეაგროვებს. აღნიშნული იდეისთვის ხმის მიცემა 20 აგვისტომდეა შესაძლებელი.
თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ვებგვერდზე 78 მიმდინარე, 350 დაბლოკილი, 1 უარყოფილი, 20 განსახილველი, 891 არშემდგარი და 3 შეთანხმებული იდეა ფიქსირდება.