დღეს პრემიერი პარლამენტს მთავრობის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს არ წარუდგენს. ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტშიც დაადასტურა. მისი თქმით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, სამთავრობო პროგრამაზე საუბარი შეუსაბამო იქნებოდა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრი ვალდებულია პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით საგაზაფხულო სესიის ბოლო თვეს – ივნისში გამოვიდეს. სესია ხვალ, 28 ივნისს იხურება.
პრემიერის განცხადებით, ვინაიდან ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენები მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს, დღეს საღამოს ქართულ მედიასთან შეხვედრას გეგმავს, რათა აქტუალურ შეკითხვებს პასუხი გასცეს.