ქობულეთში, ფიჭვნარის დასახლებაში, არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც ქობულეთის მერიაში აცხადებენ, სამუშაოები ამ დროისთვის ორ უბანზე ანტიკური ხანის ნამოსახლარისა და ძვ. წ. V ს კოლხურ სამაროვანის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ექსპედიციას ამირან კახიძე ხელმზღვანელობს.
"პირველი უბანი - ფიჭვნარის ნაქალაქარის ერთერთი გორა-ნამოსახლარი, ჩვეულებრივ აქ წარმოდგენილია რამდენიმე კულტურული ფენა. ამჟამად ელინისტური ხანის ფენის ნაშთებია, დაფიქსირდა ადგილობრივი და იმპორტული კერამიკა ფრაგმენტები, საცხოვრებელი ნაგებობის ხის ნაშთები. მეორე უბანი-...
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ საოჯახო ტექნიკის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად შპს "ტექნოჰაუსი" გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
აღნიშნულ ტენდერში სულ 5 კომპანია მონაწილეობდა, თუმცა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, დანარჩენებს სააგენტომ დისკვალიფიკაცია მიანიჭა და გამარჯვებულად გამოაცხადა კომპანია, რომელმაც ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.
"ტექნოჰაუსი" გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში 33 922 ლარის საოჯახო ტექნიკას შეიტანს - კერძოდ, 10 მაცივარს, 15 ხორსაკეპ მანქანას, 5 ბუნებრივ...
გორის მერიაში აუდიტის სამსახური ფინანსურ დოკუმენტაციას სწავლობს. აუდიტის სამსახური მუშაობას სექტემბრამდე დაასრულებს, - ეს ინფორმაცია "რადიო მოზაიკას" ფინანსურ განყოფილებაში დაუდასტურეს.
უწყებაში განმარტავენ, რომ პროცესი 5 თვეა გრძელდება და აუდიტი მერიაში მუშაობას, სავარაუდოდ, ერთ თვეში დაასრულებს.
"მოითხოვეს ყველა სახის დოკუმენტაცია, რაც ფინანსებს ეხება. ჯერ ისევ მუშაობენ, არ გასულან მერიიდან და მაქსიმუმ ერთ თვეში, წესით, უნდა დაასრულონ მუშაობა. 2017 წლის თვითმმართვეოლობის არჩეევნების შემდეგ,...
ახალქალაქის მერიაში ინფრასტრუქტურის, კონტროლისა და რეაგირების, ასევე, შესყიდვების სამსახურების უფროსების პოზიციაზე თანამშრომლები კონკურსის შედეგად დაინიშნენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ინფრასტრუქტურის, ტერიტორიების მართვის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსად, მაგდა ამირშადიანი დაინიშნა. იგი მანამდე ამავე სამსახურში მთავარ სპეციალისტად მუშაობდა.
კონტროლისა და რეაგირების სამსახურის უფროსი თეიმურაზ მჭედლიძე იქნება, ხოლო სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი როზა იორდანიანი.
ახალქალაქის მერიამ კონკურსი მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ორი სამსახურის უფროსმა,...
წინა სტატია
ქუთაისში გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოები 22 ივლისს განახლდება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
სამუშაოების განმეორებით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული შპს "პალადა" შეასრულებს. მან 809 204 ლარიან ტენდერში 757 000 ლარად გაიმარჯვა. კომპანიას ტაბიძის ქუჩაზე მიტოვებული სამუშაოების გაგრძელება და მისი ორ თვეში დასრულება მოუწევს.
კომპანია "ჯეო სერვისს", რომელიც ქუჩაზე სამუშაოებს ასრულებდა, ხელშეკრულება შეუწყდა. მიზეზად ფინანსური პრობლემები დასახელდა. არსებული ინფორმაციით, კომპანიამ ქვეკონტრაქტორ კომპანიას ხელფასები ვერ გადაუხადა,...
აჭარის ტელევიზია
"თვითმმართველობის მიმართულებით"
რამდენად გამჭვირვალეა თქვენი მუნიციპალიტეტის საქმიანობა, რამდენად ჩართული ხართ ყოფითი პრობლემების მოგვარებაში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად და რა იცით თქვენი მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს საქმიანობის შესახებ? - სწორედ ეს განსაზღვრა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსმა.
გამჭირვალობის, მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბათუმი ამ მხრივ პირველ ადგილზეა. თუმცა, ექსპერტების მოსაზრებით, ქვეყნის მასშტაბით არსებული ვითარება არც ისე სახარბიელოა.
მნიშვნელოვანი ცვლილებები თვითმმართველობის...
სტატიის გაგრძელება
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ავტობუსის ზოლები შუაში განთავსდება, გზის ორივე მხარეს კი ველობილიკები მოეწყობა. ამის შესახებ მან ფეისბუქლაივში ისაუბრა.
როგორც ცნობილია, მერიამ სპეციალურად დაიქირავა კომპანია "სისტრა", რომელიც ქალაქში სატრანსპორტო ქსელის მოწესრიგების მიზნით, შეისწავლის და გეგმავს, თუ როგორ უნდა იყოს კონკრეტული ქუჩები მოწყობილი, როგორ უნდა გადაადგილდებოდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორ უნდა იყოს კვეთაში მეტროსთან და მიკროავტობუსებთან იმისათვის,...
ავტორი: ანი გუგეშაშვილი
ქაოტური განაშენიანება, მოსახლეობის პროტესტი და მშენებლობა, რომელიც ბათუმის ისტორიულ ზონაში ზღვასთან გასასვლელს დაკეტავს. საქმე ეხება ე.წ რივიერას ტერიტორიაზე 5 ცათამბრჯენის მშენებლობას, რომელთაგან ყველაზე მაღალი 45 სართულიანი (130 მეტრის) უნდა იყოს. პროექტი საცხოვრებელ სახლს, სასტუმროს, გასართობ და საზოგადოებრივ სივრცეებს, რესტორნებსა და კაზინოებს მოიცავს. რა წერია გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მომზადებულ "აჭარის კლიმატის ცვლილების სტრატეგია 2013-ში", როგორ ასაბუთებს მერია...
ჭიათურაში, ნაგუთის დასახლებაში, ტაბიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია 12 კორპუსს ჩაუტარდება.
როგორც მერიაში განმარტავენ, სარეაბილიტაციო სამუშაოები საცხოვრებელი კორპუსების ფასადის სრულ აღდგენასა და შეღებვას ითვალისწინებს.
სამუშაოების ღირებულება, რომელიც 2019 წლის 19 აგვისტოს უნდა დასრულდეს, 758 000 ლარს შეადგენს. ფასადების რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია "რებილდი“ აწარმოებს.
ჭიათურის მაღალმთიან სოფელ ხრეითში საავტომობილო გზის 2.5 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა.
მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, სრულიად ამორტიზებული გზა ახალი ასფალტის საფარით შეიცვალა, მოეწყო საგზაო ნიშნები და დაიხაზა გზა.
სამუშაოები კომპანია "საპოვნელამ“ შეასრულა. პროექტის საერთო ღირებულებამ კი 780 00 ლარი შეადგინა.
ადგილობრივი ხელისუფლებისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხელშეწყობაა. სწორედ ამიტომ, წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტში ერთი ბაღის მშენებლობა და ორის სრული რეაბილიტაცია იგეგმება, - აცხადებენ ტყიბულის მერიაში.
"მიმდინარე წელს დაიწყება და 2020 წელს დასრულდება თანამედროვე სტანდარტების მქონე მეოთხე საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც გთვლილია ორ სასწავლო ჯგუფზე. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს.
ასევე, მერიამ შეისყიდა გელათისა და ტყიბულის N2 საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო...
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომში ამბულატორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ჯამური ღირებულებაც 59 624 ლარს შეადგენს, ოქტომბრის ბოლოსთვის დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ რეგიონებში ამბულატორიებისა და სასწრაფო დახმარების ცენტრების მშენებლობაზე 20 მილიონზე მეტი დაიხარჯება.
მრგვალ ბაღში პატარა პრინცის ქანდაკება და შადრევანი ახალ სიცოცხლეს იწყებს. ქანდაკება, რომელიც სკულპტორმა ირაკლი ჟვანიამ 1999 წელს შექმნა, მრავალი წლის განმავლობაში მიუხედავი და დაზიანებული იყო.
"პატარა პრინცი" მრგვალ ბაღში 1999 წლის იანვარში დაიდგა. სამ წელში კი, 2002 წელს, ის გაძარცვეს. შემდეგ დააზიანეს, შემდეგ ისევ გაძარცვეს. 17 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ მის რესტავრაციას ირაკლი ჟვანია მუდმივად ითხოვდა, "პატარა პრინცი" მაინც...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზში 1 100 მეტრი სიგრძის გზის მოასფალტებისთვის გორის მერიამ 499 232 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
როგორც გორის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული გზის მონაკვეთით, რომელიც ქვემო ნიქოზს ორად ყოფს, მთელი სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. მათივე ცნობით, გზის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა მუნიციპალური ბიუჯეტიდან გამოიყო.
ადგილობრივების განცხადებით კი, გზის ამ მონაკვეთზე დღემდე ასფალტის საფარი არ ყოფილა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტული განყოფილების ორგანიზებით, 26 ივლისს 15:00 საათიდან, ქალაქ ახალციხის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოყვარულთა შორის ველორბოლაში შეჯიბრი გაიმართება.
როგორც მერიაში განმარტავენ, შეჯიბრში მონაწილეობა 14-დან 17 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს შეეძლებათ.
https://www.facebook.com/781353455249500/photos/a.783429651708547/2515322231852605/?type=3&theater
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტნუსში 334 მეტრიანი შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის მიხედვით, ქუჩაზე ორფენიანი ასფალტის საფარი და გზის ორივე მხარეს ბეტონის სანიაღვრე კიუვეტები მოეწყობა. სამუშაოების ღირებულება, რომელსაც შპს "ტექნომშენ ჯგუფი" აწარმოებს, 303 780 ლარს შეადგენს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ტატუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული განხორციელებული პროექტი მოსახლეობის ინტერესებზე მაქსიმალურად იყოს მორგებული და ბევრად აუმჯობესებდეს მათ ყოველდღიურ ცხოვრების პირობებს.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































