დმანისის სოფელ ტნუსში შიდა გზის მოსაწესრიგებლად 303 780 ლარი დაიხარჯება

1472

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტნუსში 334 მეტრიანი შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის მიხედვით, ქუჩაზე ორფენიანი ასფალტის საფარი და გზის ორივე მხარეს ბეტონის სანიაღვრე კიუვეტები მოეწყობა. სამუშაოების ღირებულება, რომელსაც შპს “ტექნომშენ ჯგუფი” აწარმოებს, 303 780 ლარს შეადგენს.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ტატუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული განხორციელებული პროექტი მოსახლეობის ინტერესებზე მაქსიმალურად იყოს მორგებული და ბევრად აუმჯობესებდეს მათ ყოველდღიურ ცხოვრების პირობებს.