აჭარის ტელევიზია
“თვითმმართველობის მიმართულებით”
რამდენად გამჭვირვალეა თქვენი მუნიციპალიტეტის საქმიანობა, რამდენად ჩართული ხართ ყოფითი პრობლემების მოგვარებაში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად და რა იცით თქვენი მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს საქმიანობის შესახებ? – სწორედ ეს განსაზღვრა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსმა.
გამჭირვალობის, მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბათუმი ამ მხრივ პირველ ადგილზეა. თუმცა, ექსპერტების მოსაზრებით, ქვეყნის მასშტაბით არსებული ვითარება არც ისე სახარბიელოა.
მნიშვნელოვანი ცვლილებები თვითმმართველობის ინდექსში არ გვხვდება მაღალმთიან აჭარაში. რა არის თვითმმართველობის გამჭირვალობის ინდექსის განსაზღვრის ძირითადი საზომი და რატომ არ ასრულებენ თვითმმართველობები კოდექსით გათვალისწინებულ ვალდებულებებს?
ამის შესახებ ვრცლად გადაცემიდან – “თვითმმართველობის მიმართულებით” – შეიტყობთ.