ადგილობრივი ხელისუფლებისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხელშეწყობაა. სწორედ ამიტომ, წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტში ერთი ბაღის მშენებლობა და ორის სრული რეაბილიტაცია იგეგმება, – აცხადებენ ტყიბულის მერიაში.
“მიმდინარე წელს დაიწყება და 2020 წელს დასრულდება თანამედროვე სტანდარტების მქონე მეოთხე საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც გთვლილია ორ სასწავლო ჯგუფზე. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს.
ასევე, მერიამ შეისყიდა გელათისა და ტყიბულის N2 საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლისთვისაც თანხები უკვე მოიძიეს და მიმდინარე წელს დაწყება მათი სრული რეაბილიტაცია”, – ნათქვამია მერიის მიერ გავცელებულ ინფორმაციაში.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 11 საბავშვო ბაღში სურსათის უვნებლობის სამსახურის რეკომენდაციების შესაბამისად სარემონტო სამუშაოები განხორციელდება.