ქობულეთში, ფიჭვნარის დასახლებაში, არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც ქობულეთის მერიაში აცხადებენ, სამუშაოები ამ დროისთვის ორ უბანზე ანტიკური ხანის ნამოსახლარისა და ძვ. წ. V ს კოლხურ სამაროვანის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ექსპედიციას ამირან კახიძე ხელმზღვანელობს.
“პირველი უბანი – ფიჭვნარის ნაქალაქარის ერთერთი გორა-ნამოსახლარი, ჩვეულებრივ აქ წარმოდგენილია რამდენიმე კულტურული ფენა. ამჟამად ელინისტური ხანის ფენის ნაშთებია, დაფიქსირდა ადგილობრივი და იმპორტული კერამიკა ფრაგმენტები, საცხოვრებელი ნაგებობის ხის ნაშთები. მეორე უბანი- მე-5 ს კოლხური სამაროვანი, გამოჩნდა 7 სამარხი. ადგილობრივი ჭურჭლით, მძივებით. გათხრები ივლისის ბოლომდე გრძელდება”, – აცხადებენ მერიაში.
მათივე ცნობით, წელს არქეოლოგიური გათხრების შესახებ საინფორმაციო მასალების გამოცემისთვის აჭარის განათლების სამინისტრომ 42 000 ლარი გამოყო.
ასევე, სიახლეა ფიჭვნარის არქეოლოგიური დაცვის ზონის სტატუსის მინიჭების საკითხზე. როგორც მერიაში განმარტავენ, აჭარის კულტურულ მემკვიდრეობის სააგენტოში შესაბამისი პროცედურები დაწყებულია.
“მოსამზადებელი სამუშაოები ტერიტორიის მოხაზვას და სპეციალისატების მიერ განმარტებითი ბარათის მომზადებას გულისხმობს, რის შემდეგაც საკითხი ქობულეთის მუნიციპალიტეტთან უნდა შეთანხმდეს და გადაგზავნოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს”, – ამბობენ მერიაში.