ჭიათურაში, ნაგუთის დასახლებაში, ტაბიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია 12 კორპუსს ჩაუტარდება.
როგორც მერიაში განმარტავენ, სარეაბილიტაციო სამუშაოები საცხოვრებელი კორპუსების ფასადის სრულ აღდგენასა და შეღებვას ითვალისწინებს.
სამუშაოების ღირებულება, რომელიც 2019 წლის 19 აგვისტოს უნდა დასრულდეს, 758 000 ლარს შეადგენს. ფასადების რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია “რებილდი“ აწარმოებს.