ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომში ამბულატორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ჯამური ღირებულებაც 59 624 ლარს შეადგენს, ოქტომბრის ბოლოსთვის დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ რეგიონებში ამბულატორიებისა და სასწრაფო დახმარების ცენტრების მშენებლობაზე 20 მილიონზე მეტი დაიხარჯება.