ჭიათურის სოფელ ხრეითში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

1071

ჭიათურის მაღალმთიან სოფელ ხრეითში საავტომობილო გზის 2.5 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა.

მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, სრულიად ამორტიზებული გზა ახალი ასფალტის საფარით შეიცვალა, მოეწყო საგზაო ნიშნები და დაიხაზა გზა.

სამუშაოები კომპანია “საპოვნელამ“ შეასრულა. პროექტის საერთო ღირებულებამ კი 780 00 ლარი შეადგინა.