გორის მერიაში აუდიტის სამსახური ფინანსურ დოკუმენტაციას სწავლობს. აუდიტის სამსახური მუშაობას სექტემბრამდე დაასრულებს, – ეს ინფორმაცია “რადიო მოზაიკას” ფინანსურ განყოფილებაში დაუდასტურეს.
უწყებაში განმარტავენ, რომ პროცესი 5 თვეა გრძელდება და აუდიტი მერიაში მუშაობას, სავარაუდოდ, ერთ თვეში დაასრულებს.
“მოითხოვეს ყველა სახის დოკუმენტაცია, რაც ფინანსებს ეხება. ჯერ ისევ მუშაობენ, არ გასულან მერიიდან და მაქსიმუმ ერთ თვეში, წესით, უნდა დაასრულონ მუშაობა. 2017 წლის თვითმმართვეოლობის არჩეევნების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აუდიტი მერიის საქმიანობით დაინტერესდა”, – განმარტა ფინანსური განყოფილების წარმომადგენელმა დალი ტლაშაძემ.