გორის სოფელ ნიქოზში გზის მოასფალტებისთვის ტენდერი გამოცხადდა

631

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზში 1 100 მეტრი სიგრძის გზის მოასფალტებისთვის გორის მერიამ 499 232 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

როგორც გორის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული გზის მონაკვეთით, რომელიც ქვემო ნიქოზს ორად ყოფს, მთელი სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. მათივე ცნობით, გზის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა მუნიციპალური ბიუჯეტიდან გამოიყო.

ადგილობრივების განცხადებით კი, გზის ამ მონაკვეთზე დღემდე ასფალტის საფარი არ ყოფილა.