ბათუმის ბიუჯეტი 284 მილიონი 950 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2021 წელს დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 30 მილიონ 900 ათასი ლარით მეტია, - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. „პრიორიტეტები, რომელთა დაფინანსებაც ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება - 121 მილიონ 366 ათას 500 ლარი ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 25 მილიონ 462 ათას 300 ლარი განათლება - 36 მილიონ 329...
ქუთაისში ავტობუსების გაჩერებებზე ტაბლოები ერთ თვეზე მეტია დამონტაჟებულია, თუმცა ჯერჯერობით არ მუშაობს. როდის ამოქმედდება ელექტრონული საინფორმაციო დაფები მერიაში ზუსტად არ იციან. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის მირზა ხიდაშელის ინფორმაციით, ტაბლოები, შესაძლოა, ახალი წლის შემდეგ ჩართონ. ამ დრომდე გაჭიანურების მიზეზი ელექტროენერგიაა, რომელიც ტაბლოებამდე მიყვანილი ჯერ კიდევ არ არის. "დენის ერთადერთი მიმწოდებელი ქალაქის მასშტაბით არის „ენერგო პრო“. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ...
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია და საბავშვო ბაღების გაერთიანება, საახალწლოდ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს დაასაჩუქრებს, – ამის შესახებ ხაშურის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ლელა გელაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. “ხაშურის მუნიციპალიტეტის 18 საბავშვო ბაღის 1650 აღსაზრდელი საახალწლოდ მიიღებს საჩუქრებს და ასე მიულოცავს პატარებს დამდეგი წლის დადგომას. საჩუქრებს ერთობლივად გადასცემს ხაშურის მერია და ბაღების გაერთიანება”, – აღნიშნა ლელა გელაშვილმა. ინფორმაციისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში...
2022 წელს სახელმწიფო რეფერალური პროგრამით 1352 ადამიანმა ისარგებლა როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონიდან და მიიღო ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება ჯანდაცვის კუთხით, - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა პარლამენტში განაცხადა. თეა ახვლედიანის თქმით, ჯანდაცვის საერთო კომპონენტებზე დახარჯული თანხა წელს ჯამში, 6 მილიონ ლარს აჭარბებს. "გრძელდებოდა სახელმწიფო რეფერალური პროგრამის უწყვეტი და ეფექტიანი ფუნქციონირება, რომლითაც წელს, ამ დრომდე, 1352 ადამიანმა ისარგებლა როგორც აფხაზეთის, ისე...
რუსთავის მუნიციპალიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით გამართული კონკურსის -,,პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2022-ის" რეგიონულ მხარდამჭერად დასახელდა. რუსთავის მერიის ინფორმაციით, კონკურსის სპეციალური პრიზი, რომელიც პროფესიული უნარების სააგენტომ დააწესა, 2022 წლის „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ საზეიმო ცერემონიაზე, რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს გადაეცა. "„საქართველოს პარლამენტის სპეციალური პრიზი – ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობის კატეგორიაში კი რუსთავის პროფესიულმა კოლეჯმა „მოდუსმა“ მიღო. ღონისძიებას, საქართველოს...
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობამ დიდუბესა და დიღმის მასივში მოსასვენებელი სივრცეების მოწყობა დაასრულა. „მოსასვენებელი სივრცეები დიღმის მასივის პირველი კვარტლის მერვე კორპუსის მიმდებარედ და თევდორე მღვდლისა და თემურ ფიფიას ქუჩების კვეთაზე მოეწყო. სკვერების ტერიტორია, ჯამში, 4 000 კვ.მ ფართობს მოიცავს. პროექტის მიხედვით დაიგო დეკორატიული ფილები, მოეწყო განათების სისტემა. სივრცეში განთავსდა საბავშვო და სპორტული ზონები, საპარკო სკამები და ურნები. ასევე, განხორციელდა გამწვანების...
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.5 პროცენტით (226.5 ლარით) გაიზარდა და 1 595.0 ლარი შეადგინა. „საქსტატის“ ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი შემდეგ დარგებში დაფიქსირდა: ⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 330.4 (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 51.8 პროცენტით); ⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 474.7 ლარი...
2022 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმი) მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და რეკორდული მაჩვენებელი - 3,159,558,975 აშშ დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 103.5% აღდგენაა (ზრდა +108,134,426 აშშ დოლარი). ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, 2021 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები +2,040,668,275 (+182.4%) აშშ დოლარით არის გაზრდილი. „2022 წლის ნოემბერში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა...
განსაკუთრებული ზრუნვის საგანია გამყოფი ხაზების სიახლოვეს, კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა, - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა პარლამენტში განაცხადა. მისი თქმით, სამთავრობო კომისიის ფარგლებში გრძელდება ინფრასტრუქტურული, სოციალური, ჯანდაცვის, საგანმანთლებლო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა პროგრამების განხორციელება. „ჩვენთვის განსაკუთრებული ზრუნვის საგანია გამყოფი ხაზების სიახლოვეს, კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა. მოგეხსენებათ, 2013 წლიდან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობით და სახელმწიფო მინისტრის აპარატის...
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის სწავლება პოლიტიკის პირველი რიგის და ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა პარლამენტში განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო ენის ცოდნა კვლავ გამოწვევად რჩება არაქართულენოვანი მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის. „სახელმწიფო ენა ინტეგრაციისთვის - პოლიტიკის პირველი რიგის და ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომლის ფარგლებში ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლება განიხილება, როგორც პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის,...
ბათუმის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ბოიკოტს აცხადებენ და სხდომებზე დასწრებას არ აპირებენ. როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რეზო ხარაზი აცხადებს, აღნიშნულის მიზეზი ისაა, რომ “ქართულ ოცნება” მიხეილ სააკაშვილს კლავს. „დღეს ამ ქვეყანაში “ქართული ოცნება” დემოკრატიას ასამარებს, გვიზღუდავს ევროპულ გზას, უფრო მეტიც, კლავს საქართველოს მესამე პრეზიდენტს. საკრებულოსა და უმაღლეს საბჭოში “ქართული ოცნების” წევრებთან ჯდომა, ნიშნავს პირდაპირ გარიგებას ბიძინა ივანიშვილთან. ჩამომპალი სისტემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, რომელიც...
უახლოეს მომავალში, შესაბამისი სატენდერო პროცედურების დასრულებისთანავე,  ზარდიაანთკარში 28 სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელწმიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა პარლამენტში განაცხადა. "განსაკუთრებით მინდა გამოვყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, გასულ წელს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სოფელ ზარდიაანთკარში 2008 წლის ომის შედეგად იმ დაზიანებული სახლების რეაბილიტაციის თაობაზე, რომელთა მფლობელებს სახელმწიფოსგან კომპენსაცია არ მიუღიათ და უზრუნველყოფილ იყვნენ დროებითი საცხოვრებლით. ამ...
აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს. უწყების ცნობით, აჭარის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 535 549 400 ლარით განისაზღვრა. მათი ინფორმაციით, კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი, კანონმდებლებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარუდგინა. ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, წინა საბიუჯეტო წელთან შედარებით,...
სოციალურ ქსელ ფეისბუქის ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ანგრევს ფეხით ისტორიული ციხე-სიმაგრის კარს რუსი ტურისტი. ვიდეო საგარეჯოში ჩაილურის ციხეზეა გადაღებული. აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ანცხადება ჯერ არ გაუკეთებია, შესაბაისად, ექნება თუ არა შსს-ს ამაზე რეაგირება, ამ ეტაპზე, უცნობია. ცნობისთვის, ჩაილურის (ნიახურას) ციხე მდინარე ჩაილურის ხევის მარცხენა სანაპიროზე აღმართული მოზრდილი ციხე-სიმაგრეა, რომელიც შუა საუკუნეებში აშენდა და მას თავდაცვითი ფუნქცია...
საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და მოსახლეობას გამგეობის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში წარუდგინა. 2022 წელს საგზაო ინფრასტრუქტურა 63 700 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. მათ შორის, არის 7 ქუჩა, სადაც მოსახლეობას აქამდე გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. ამასთან, სრულად მოწესრიგდა თეიმურაზ პირველის ქუჩა, რომელიც მირიან მეფისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩას აკავშირებს, სადაც ტრანსპორტით გადაადგილება საკმაოდ პრობლემური იყო. ასევე, მოეწყო ერთი ახალი...
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 7959 ლარი გაითვალისწინა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით უნდა მოხდეს, როგორც ადგილობრივი სატელეფონო კავშირის მომსახურების შესყიდვა ასევე, საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირის მომსახურებაც. შერჩეულ კომპანიას ხაშურის მერია ხელშეკრულებას ერთი წლით გაუფორმებს.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ