ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 7959 ლარი გაითვალისწინა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით უნდა მოხდეს, როგორც ადგილობრივი სატელეფონო კავშირის მომსახურების შესყიდვა ასევე, საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირის მომსახურებაც.
შერჩეულ კომპანიას ხაშურის მერია ხელშეკრულებას ერთი წლით გაუფორმებს.