სოციალურ ქსელ ფეისბუქის ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ანგრევს ფეხით ისტორიული ციხე-სიმაგრის კარს რუსი ტურისტი. ვიდეო საგარეჯოში ჩაილურის ციხეზეა გადაღებული.
აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ანცხადება ჯერ არ გაუკეთებია, შესაბაისად, ექნება თუ არა შსს-ს ამაზე რეაგირება, ამ ეტაპზე, უცნობია.
ცნობისთვის, ჩაილურის (ნიახურას) ციხე მდინარე ჩაილურის ხევის მარცხენა სანაპიროზე აღმართული მოზრდილი ციხე-სიმაგრეა, რომელიც შუა საუკუნეებში აშენდა და მას თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდა.
ჩაილურის ციხე შუა საუკუნეებში, სავარაუდოდ, XVI საუკუნეში აშენდა და იგი სამხედრო თავდაცვით ციხე-სიმაგრეს წაროადგენდა. ციხე კეტავდა სტრატეგიულ შემოსასვლელს მთელი ივრის ხეობაში და მანავის ციხესთან ერთად წარმოადგენდა თბილისისაკენ მიმავალი მტრისთვის გზის ჩამკეტ თავდაცვით ნაგებობას.
ძეგლი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ციხის მიდამოებში 1801 წელს გაიმართა დამოუკიდებელი საქართველოს უკანასკნელი ომის სახელით ისტორიაში შესული ბრძოლა. მე-20 საუკუნისათვის ციხე საკმაოდ დაზიანებული ყოფილა, რის გამოც, 80–იან წლებში, პარმენ ზაქარაიასა და კულტურის სამინისტროს თაოსნობით ციხის აღდგენა მოხდა.
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid024d5QDuyh86bmMVucBrYKyW4GnWw8aiYSB91MDaKpFgN1Swu4EroCj1pRjCqN2d21l&id=100054621847684