ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე: ამ ეტაპზე, დეპუტატს უფლებამოსილება არ შეუწყდება

926

წინა სტატია

საკრებულოს თავდმჯდომარე მამუკა წოწერიას განცხადებით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შენობაში შესვლა შეფერხდა, სადაც ოპოზიციას განცხადება უნდა დაერეგისტრირებინა, ის არის, რომ ერთდროულად ბევრი ადამიანი მიაწვა საკრებულოს. სხვა შემთხვევაში, მისი თქმით, არანაირ პრობლემას ეს პროცედურა არ წარმოადგენს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, მიზანმიმართულად მოხდა პროვოკაციის მოწყობა. მამუკა წოწერიამ ჟურნალისტებს ბოდიში მოუხადა, თუკი რაიმე შეფერხება იყო მათ შიგნით შეშვებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება დეპუტატ გია დანელიას, რომლისთვისაც ოპოზიცია უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს გავრცელებული ფარული ჩანაწერის გამო, საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს ჩანაწერი ნახა. მისი თქმით, ახლა დგინდება მისი ავთენტურობა. განმარტა, რომ იმოქმედებენ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. არავის ხელის დაფარებას, განმარტა – არ აპირებენ და ვინც არ უნდა იყოს, კანონი აღსრულდება.

მამუკა წოწერიას განცხადებით, ამ ეტაპზე ვერ ხედავენ საფუძველს კანონმდებლობიდან გამომდინარე, რომ დეპუტატს უფლებამოსილება შეუჩერდეს.

თავის მხრივ, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა ნიკა მელიამ ბოდიში მოუხადა ჟურნალისტებს, რომ ყველა მათგანს არ მიეცა შესაძლებლობა, შემოსულიყო შენობაში, სადაც მათ დაარეგისტრირეს განცხადება რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე, სადაც უნდა იმსჯელონ დეპუტატ გია დანელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე. მისი განმარტებით, ის, რაც ჩანწერში ისმის, სისხლის სამართლის დანაშაულია.

განცხადების დარეგისტრირებას დაპირისპირება მოჰყვა ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. პარარელურად, დაპირისპირება იყო შენობის გარეთაც, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერები იყვნენ შკრებილები. ისინი სკანდირებდნენ – “ზუგდიდი ჩვენია”, “ვერ გააყალბებთ”, “ფაცაცია კრიმინალი”, “შეუჩერდეს გია დანელიას დეპუტატის უფლებამოსილება”.

ცოტა ხნის წინ, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა ლევან ბეჟაშვილმა და თინათინ ბოკუჩავამ საოლქო პროკურატურას, ზუგდიდის საკრებულოს წევრის, გია დანელიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ გუშინ, 14 მაისს დაიწყო გამოძიება დაიწყო სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში გასულ, სავარაუდოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე.

საქმე ეხება “რუსთავი 2-ის” ცნობით საკრებულოს წევრ გია დანელიას, სადაც ის უცნობ პირს ესაუბრება, რომ აქვს დავალება გამოიყენონ ნებისმიერი მეთოდი, ამორჩევლის მოსყიდვა, დაშინება და გატაცება.

ბრალდებებს დეპუტატი უარყოფს და ამბობს, რომ ჩანაწერი გაყალბებულია.