მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები, სავარაუდოდ, 19 მაისს გაიმართება

მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები, სავარაუდოდ, 19 მაისს, მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედურ არჩევნებთან ერთად გაიმართება, თუმცა, ცესკოს თარიღი ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებია. დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მხოლოდ მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი არჩევნების თარიღი გამოაცხადა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განმატებით, ცესკოს დღევანდელ სხდომაზე განისაზღვრა მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი პროცედურა და ახალი ვადები.

“მოგეხსენებათ, რომ კანონმდებლობის მიხედვით, ორივე არჩევნები, ასევე, უნდა გაიმართოს მაისის თვეში, თუმცა, მათი დანიშვნის თარიღი და შესაბამისი ვადები არის განსხვავებული. ამიტომ, საარჩევნო ადმინისტრაციამ განსაზღვრა და ასევე გეგმავს, რომ ეს ორი არჩევნები ჩატარდეს ზუსტად იმ დროს, როდესაც ტარდება საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები, ანუ 19 მაისს. შესაბამისად, ვადების სრული დაცვით იქნება ეს ორი არჩევნები დანიშნული”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

როგორც ცნობილია, მერების რიგგარეშე არჩევნები 5 საარჩევნო ოლქში უნდა ჩატარდეს და მოსახლეობამ ხულოს, ზუგდიდის, ჭიათურის, ზესტაფონისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების მერები ხელახლა უნდა აირჩიოს.

ზუგდიდის მერი, ვიცე-მერთან ერთად, თანამდებობიდან 12 სექტემბერს გადადგა. ორი თვის შემდეგ კი ის და მისი ყოფილი მოადგილე დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დააკავეს. სასამართლოს ჯერჯერობით მათ მიმართ განაჩენი არ გამოუტანია.

ჭიათურის მერი თანამდებობიდან 2018 წლის 27 სექტემბერს საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა. გადადგომის მიზეზად კი ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატთან და პოლიციის უფროსთან კონფლიქტი დაასახელა. ნადირაძემ განაცხადა, რომ ისინი მას პროვოკაციებს უწყობდნენ.

ხულოს მერი თანამდებობიდან 2018 წლის 18 ოქტომბერს გადადგა, ხოლო ზესტაფონის მერი – 2019 წლის 2 თებერვალს. ორივე მათგანმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

რაც შეეხება მარნეულის მერს, ის პროკურატურამ 2018 წლის 13 ივნისს მოქალაქის – ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დააკავა. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა. 13 დეკემბერს კი  გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 2019 წლის 13 თებერვალს აბაზოვს მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მისივე განცხადების საფუძველზე, უფლებამოსილება შეუწყვიტა.

ჯერჯერობით, უცნობია, ვინ იქნებიან ამ საარჩევნო ოლქებში პოლიტიკური პარტიების მერობის კანდიდატები. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში არაერთი ვერსია დასახელდა, პარტიებს ოფიციალური განცხადებები ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. ოპოზიციური პარტიები კონსულტაციებს გადიან, რათა კანდიდატები შეთანხმებულად დააყენონ და ამით გამარჯვების შანსი გაზარდონ.

კანდიდატების დასახელებას არ ჩქარობს არც მმართველი პარტია. “ქართული ოცნებაც” და სხვა პოლიტიკური პარტიებიც კანდიდატების ვინაობას არჩევნების თარიღის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ გაასაჯაროებენ.

მსგავსი სიახლეები
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის ექვსი პარტიული და სამი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატია
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატების რიგითი
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში მერობის რიგგარეშე არჩევნებისთვის ამ დროისთვის არცერთ პოლიტიკურ პარტიას კანდიდატი არ დაურეგისტრირებია.
წინა სტატია ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პირველ აპრილს გამართულ სხდომაზე დეპუტატ ზაზა ჩაჩანიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები უბნების 100%-იდან უკვე ცნობილია. ცესკოს მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა
წინა სტატია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღთან დაკავშირებით "სამართლიანი არჩევნები“, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და "საერთაშორისო
წინა სტატია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ცესკოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს. საქმე
წინა სტატია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამო 28 ნოემბერი უქმე დღედ გამოცხადდება, ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო
წინა სტატია ცოტა ხნის წინ ცესკოს სხდომაზე გადაწყდა, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28
წინა სტატია პარტია "ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე
წინა სტატია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შესაძლოა 28 ნოემბერს დაინიშნოს. ცესკოში არჩევნების მეორე ტურის თარიღი,
წინა სტატია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნების 100%-ის მონაცემები გამოაქვეყნა. შედეგების თანახმად, ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ
წინა სტატია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია 3 703 საარჩევნო უბნის მონაცემები, რაც
ცესკოს 512 საარჩევნო უბნის მონაცემებით, ზურაბიშვილს 40.05%, ვაშაძეს 37.93% აქვს. ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზეა
თვითმმართველობის ექსპერტის კოტე კანდელაკის განცხადებით, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მერის რიგგარეშე არჩევნები მაისში უნდა გაიმართოს. ინფორმაციას
%d bloggers like this: