ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა სია გამოქვეყნდა

536

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატთა სია გამოქვეყნდა. ამ თანამდებობის დაკავება რევაზ ეგაძეს, გიორგი კალანდარიშვილს, გიორგი შაიშმელაშვილს, ნანული ბებიასა და თამარ ალფაიძეს სურთ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატები არიან: ქრისტინე ქაჯაია, სიმონ პარუნაშვილი, ლევან ისაკაძე, თამაზ ფოლადაშვილი, მაია ზარიძე, გია ცაცაშვილი და რუსუდან ქურდიანი.

კანდიდატების ბიოგრაფიების გაცნობა შესაძლებელია ამ ბმულზე.