შუალედური არჩევნების შედეგად, საკრებულოს არჩეული წევრის უფლებამოსილების აღსრულების თარიღი იცვლება

653

შუალედური არჩევნების შედეგად, საკრებულოს არჩეული წევრის უფლებამოსილების აღსრულების თარიღი იცვლება.

კანონპროექტში შესატან ცვლილებებს მხარი დღეს იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს, რომლის თანახმად, შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატების უფლებამოსილებას საკრებულოს ნაცვლად ცესკო ცნობს. შედეგად, კანდიდატი უფლებამოსილების შესრულებას არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მე-11 დღეს შეუდგება.

ოპოზიციის ნაწილი მმართველ გუნდს პარტიული ინტერესებით მოქმედებაში ადანაშაულებს და ითხოვენ, რომ ცვლილები პროპორციული სიით არჩეულ საკრებულოს წევრებსაც შეეხოთ.

„ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ ცვლილებები საკრებულოების შეუფერხებლად ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს.

რაც შეეხება ოპოზიციის ინიციატივას, ითქვა, რომ საკითხზე იმსჯელბენ.