გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ ჩვენ მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ნაწილი ადგილობრივ ბიუჯეტში უნდა დარჩეს

წინა გამოკითხვა

ჩვენ მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ნაწილი იმ თვითმმართველობის ბიუჯეტში უნდა დარჩეს, რომელშიც ვცხოვრობთ, – ასე ფიქრობს droa.ge-ს მომხმარებელთა უმრავლესობა, რომლებმაც ვებგვერდის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც ცნობილია, ამჟამად ხელისუფლება მუშაობს დეცენტრალიზაციის საშუალოვადიან სტრატეგიაზე, რომლის ერთ-ერთ მიმართულებასაც ფისკალური დეცენტრალიზაცია წარმოადგენს. ამჟამად მუნიციპალიტეტები ძირითად დაფინანსებას ცენტრალური ბიუჯეტიდან იღებენ, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო დღგ-ს 19%-იდან შემუშავებული ფორმულის მიხედვით უნაწილებს. ადგილობრივი თვითმმართველობის ექსპერტები კი აცხადებენ, რომ აუცილებელია, საშემოსავლო გადასახადი ზიარ გადასახადად იქცეს და მისი ნაწილი, მოქალაქეთა რეგისტრაციის მიხედვით, მუნიციპალურ ბიუჯეტებში დარჩეს.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გაგვეგო ჩვენი მომხმარებლების აზრი, თუ რას ფიქრობდნენ აღნიშნულ საკითხზე.

კითხვაზე – როგორ ფიქრობთ, უნდა დარჩეს თუ არა ჩვენ მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ნაწილი იმ თვითმმართველობის ბიუჯეტში, რომელშიც ვცხოვრობთ? – 722 მომხმარებელი, ანუ გამოკითხულთა 80% თვლის, რომ აუცილებლად უნდა დარჩეს.

142 მომხმარებელი, ანუ გამოკითხულთა 16% მიიჩნევს, რომ საშემოსავლო გადასახადი სრულად ცენტრალურ ბიუჯეტში უნდა მიდიოდეს.

უნდა დარჩეს თუ არა ამ გადასახადის ნაწილი ადგილობრივ ბიუჯეტში, არ იცის 36-მა მომხმარებელმა, ანუ გამოკითხულთა 4%-მა.

სულ გამოკითხვაში 900-მა მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა. ერთ მომხმარებელს მხოლოდ ერთი IP-მისამართიდან შეეძლო ხმის მიცემა.

დღეიდან ვებგვერდზე ახალი გამოკითხვა დაიწყო. ამჯერად გვსურს, გავარკვიოთ ჩვენი ვებგვერდის მომხმარებელთა აზრი,  თუ, პირველ რიგში, რა უნდა გაკეთდეს ადგილობრივი თვითმმართველობების გასაძლიერებლად.

იმედი გვაქვს, იაქტიურებთ და დააფიქსირებთ საკუთარ მოსაზრებას.

მსგავსი სიახლეები
ადგილობრივი ბიუჯეტების სიმწირის გამო მუნიციპალიტეტებში 60 ახალ საბავშვო ბაღს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ააშენებს. ამის შესახებ საქართველოს
ანა წითლიძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დეცენტრალიზაცია ფუფუნება კი არა, დემოკრატიის ხარისხის საზომი აუცილებლობაა, რომელზეც
წინა სტატია შემდეგი სტატია მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტების ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსების
წინა სტატია შემდეგი სტატია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა დადებითად აფასებს იმას, რომ 2019 წელს,
წინა სტატია შემდეგი სტატია "კარგია, რომ ვსაუბრობთ დეცენტრალიზაციაზე, თუმცა, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ბევრ
"რეალური სივრცე" 20 წელზე მეტია, საქართველოში ყოველი ახალი ხელისუფლებისგან გვესმის, რომ ამ ქვეყნის კურსი არის
"რეალური სივრცე" თენგიზ შერგელაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე: რეფორმა რომ არ შეჩერებულიყო, დღეს თვითმმართველობების შემოსავლები უკვე
ირაკლი პაპავა „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის“ იურისტი ნებისმიერი სახელმწიფოს დემოკრატიულობის საზომს წარმოადგენს ის, თუ რამდენად
"კახეთის ხმა" დეცენტრალიზაციის სტრატეგიული დოკუმენტის გეგმის მიხედვით, თვითმმართველი ერთეულები ფინანსურად დამოუკიდებლები იქნებიან. მოსალოდნელი ცვლილებებით, მუნიციპალიტეტების
♻️ ყოველდღიურად ჩვენ ვსარგებლობთ მუნიციპალური სერვისებით - ტრანსპორტით, გზით, სკვერებით, საბავშვო ბაღებით. 🧮 ყოველდღიურად ჩვენ ჩვენს ქალაქებსა თუ
"ინტერპრესნიუსი" ავტორი: კობა ბენდელიანი თვითმმართველობის პრობლემებზე, რეალობასა და იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს საკანონმდებლო დონეზე
ტელეკომპანია "დია" როგორც ცნობილია, მთავრობა დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობს. რას არ ითვალისწინებს სტრატეგია და რა შენიშვნები
შემდეგი სტატია როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიაზე (2018-2025) მუშაობს. შექმნილია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც
ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დეცენტრალიზაციიის სტრატეგიის შემუშავების პროცესსა და მთავრობისათვის სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე
%d bloggers like this: