დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს 2 პროექტი 692 918 ლარით დაუფინანსდა

664

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 2 პროექტი 692 918 ლარით დაუფინანსდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რეგფონდიდან გამოყოფილი თანხა სრულად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.

კერძოდ, ქალაქ დედოფლისწყაროში პუშკინის ქუჩაზე ასფალტის საფარის რეაბილიტაციასა და პუშკინის ქუჩის რუსთაველის ქუჩასთან დამაკავშირებელ გზაზე ასფალტის საფარის მოწყობას რეგფონდიდან 303 369 ლარი მოხმარდება (პროექტის სრული ღირებულება 319 336 ლარი).

ასევე, ამავე ფონდიდან, სოფელ სამრეკლოში პირველი ქუჩის დარჩენილ მონაკვეთზე ასფალტის საფარის მოწყობისთვის 389 549 ლარი დაიხარჯება (პროექტის ჯამური ღირებულება 410 052 ლარს შეადგენს).

აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 729 388 ლარი დაიხარჯება.

ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან ყვარლის, ლაგოდეხის, ახმეტის, თელავის, გურჯაანის, საგარეჯოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში.