დმანისის მერი: სახელმწიფო საძოვრების მართვაში არსებული პრობლემების გამო მუნიციპალიტეტი შემოსავლებს კარგავს

წინა სტატია

შემდეგი სტატია

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი აცხადებს, რომ მუნიციპალური მიწების რაციონალურ გამოყენებაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები ხელს უშლის. ამ მუნიციპალიტეტში როგორც სახელმწიფო, ისე მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ბევრი საძოვარია, მაგრამ, როგორც მერი ამბობს, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს თავის საკუთრებაში არსებული მიწების რაციონალურ განკარგვას, რაც მუნიციპალიტეტსაც პრობლემებს უქმნის. ამის შესახებ მან მთავრობის მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვისას განაცხადა.

ტატუაშვილის ინფორმაციით, მუნიციპალური მიწისგან განსხვავებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე საიჯარო მოსაკრებლის აკრეფის სისტემა მოუწესრიგებელია, რის გამოც ფერმერები მუნიციპალური საძოვრების გამოყენებაზე უარს ამბობენ და სახელმწიფო საძოვრებს იღებენ იჯარით.

“რადგანც მუნიცპალიტეტს მოწესრიგებული აქვს სასოფლო-სამეურნეო მიწებზე საიჯარო მოსაკრებლის აკრეფის სისტემა, ფერმერები ამჯობინებენ, იქირაონ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა, რადგან იქ აღრიცხვიანობა მოუწერიგებელია და საერთოდ, გაუგებარია, ვის უხდიან ისინი საიჯარო გადასახადს და რამდენს”, – ამბობს ტატუაშვილი.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტის საკუთარ შემოსავლებს უძრავი ქონების გაქირავებიდან მიღებული საიჯარო თანხები და მიწაზე ქონების გადასახადი წარმოადგენს, არსებული მდგომარეობა კი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს აზარალებს, რადგან ნაკლები შემოსავალი შედის.

ტატუაშვილი სთავაზობს ხელისუფლებას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწა ადგილობრივ თვითმმართველობებს თუნდაც მართვის უფლებით გადასცეს, რათა ამგვარი პრობლემები მოგვარდეს.

“თუ უნდა სახელმწიფოს, საკუთრებაში ნუ გადმოსცემს ამ მიწებს მუნიციპალიტეტს, გადმოსცეს მართვაში, რათა ორივე მიწაზე ერთნაირი რეჟიმი იყოს და მუნიცპალიტეტემა არ იზარალოს”, – აცხადებს დმანისის მერი.

როგორც ცნობილია, დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა და მასში, ძირითადად, სამი მიმართულებაა გაწერილი – ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა, ფინანსური დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფა.

სტრატეგიამ უნდა დაარეგულიროს ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ქონების, მათ შორის, სათიბ-საძოვრების, გადაცემის საკითხიც, თუმცა, ამ დრომდე არ არის ცნობილი, აპირებს თუ მთავრობა აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას.

მსგავსი სიახლეები
წინა სტატია შემდეგი სტატია დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი სახელმწიფოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სათიბ-საძოვრების გადაცემას
წინა სტატია შემდეგი სტატია ამბროლაურის მერი ზვიად მხეიძე აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ქონების გადაცემის საკითხი
წინა სტატია შემდეგი სტატია აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია ამბობს, რომ აუცილებელია, ქონება ადგილობრივ თვითმმართველობებს
წინა სტატია შემდეგი სტატია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა დადებითად აფასებს იმას, რომ 2019 წელს,
წინა სტატია შემდეგი სტატია ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე მოითხოვს, რომ მიწა, რომელზეც სახელმწიფო ობიექტი
წინა სტატია შემდეგი სტატია "კარგია, რომ ვსაუბრობთ დეცენტრალიზაციაზე, თუმცა, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ბევრ
"რეალური სივრცე" 20 წელზე მეტია, საქართველოში ყოველი ახალი ხელისუფლებისგან გვესმის, რომ ამ ქვეყნის კურსი არის
წინა სტატია თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი რუისპირელების აქციას ეხმიანება, რომლებიც საძოვრის გასხვისებას აპროტესტებენ. ნაკრელიშვილის თქმით, ტერიტორია,
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივები საძოვრის გასხვისებას აპროტესტებენ. მათ ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა
წინა სტატია ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში საძოვრების პრობლემა სულ უფრო აქტუალური ხდება. პრობლემა იმდენად მწვავეა,
მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, “მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა სოფლის საძოვრების შესაძლო გაყიდვა
წინა სტატია თელავის საკრებულოში სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ბადურ რევაზიშვილი და მოქალაქე
თელავის მუნიციპალიტეტში საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობს. სხდომას სოფელ რუისპირის და იყალთოს მოსახლეობა ესწრება. ადგილობრივები საკრებულოს დღის
%d bloggers like this: