დადიანების სასახლეში ჭერის ჩამოშლამ ექსპონატები დაააზიანა (ფოტო)

167

სტატიის გაგრძელება

ზუგდიდში დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შენობის ერთ-ერთ ოთახში დღეს გამთენიისას ჭერის ნაწილი ჩამოიშალა. ეკატერინეს სასახლეში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 7 ექსპონატი, 4 სირჩა და 3 ღვინის ბოკალი დაზიანდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ამ ეტაპზე ეროვნული მუზეუმიდან სპეციალისტებს ელოდებიან, რათა დაზიანებული ექსპონანტები სარესტავრაციოდ წაიღონ.

“გამთენიისას დაცვამ გაიგო ხმაური და ნახა, რომ ჭერი ჩამოინგრა იმ დარბაზში, სადაც დადიანების ჭურჭელია გამოფენილი. ყველა ექვემდებარება რესტავრაციას. ახლა მოდიან რესტავრატორები და აღადგენენ“, – ამბობს მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია.

მისივე თქმით, ეკატერინეს სასახლე ამორტიზებულია და ჭერის ჩამონგრევაც ამან გამოიწვია.

ფოტო: livepress.ge