მარნეულის მერს თემურ აბაზოვს უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა

წინა სტატია

მარნეულის მერს თემურ აბაზოვს უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა. ამის შესახებ მარნეულის საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ გამოცემა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

“თემურ აბაზოვმა უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნა გუშინ დაარეგისტრირა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უფლებამოსილება განაცხადის მიღებიდან მეორე დღესვე უწყდება. შესაბამისად, გუშინ შემოვიდა განცხადება და დღეს უკვე დაკმაყოფილებულია. ხვალ არის ჩანიშნული რიგგარეშე საკრებულოს სხდომა და გადაწყვეტილება, რომ 13 თებერვალს თემურ აბაზოვს მერის უფლებამოსილება შეუწყდა, გაფორმდება ცნობად. ხვალვე გადავცემთ საოქმო ჩანაწერს 22 საოლქო საარჩევნო კომისიას და თვითონ გაატარებენ კანონით არსებულ ღონისძიებებს“, – განაცხადა საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ.

კანონმდებლობის მიხედვით, თუ მერს უფლებამოსილება 15 თებერვლამდე შეუწყდებოდა, ვადამდელი არჩევნები მაისის თვეში იმართება.

შეგახსენებთ, მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა მარნეულის საკრებულოს მერის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე გუშინ მიმართა. როგორც აბაზოვმა განაცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ ის ამ ეტაპზე ბრალდებულის სტატუსის მქონე პირია, მიზანშეწონილად მიიჩნია მოეხსნა მერის უფლებამოსილება.

თემურ აბაზოვი მარნეულში მოქალაქის, ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დააკავეს. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა. 13 დეკემბერს კი  გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მსგავსი სიახლეები
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი ამბობს, დაპირისპირება
წინა სტატია ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე ჟურნალისტს ლევან თორიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ეს არის ზეწოლის მცდელობა ტელევიზიაზე და ჟურნალისტებზე. ეს არის ზეწოლის მცდელობა
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ადვოკატ მირანდა გოგოხიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ზუგდიდის ადგილობრივი ტელევიზიის
მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი მერიისაგან განაცდურის სახით 32 000 ლარს ვერ მიიღებს. აბაზოვი იმ 7
წინა სტატია სტატიის გაგრძელება თემურ აბაზოვმა მარნეულის საკრებულოს მერის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიმართა. როგორც აბაზოვმა
წინა სტატია გორის მერია 2018 წელს ოჯახში ძალადობის 8 მსხვერპლს ჯამში 1 600 ლარით დაეხმარა. ოჯახში ძალადობის
წინა სტატია გორის მერიის 2019 წლის სოციალური პროგრამის მიხედვით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები მერიისგან ერთჯერადი ფულადი
წინა სტატია მარნეულის ყოფილ მერს იმედი აქვს, რომ მოსამართლე მის საქმეზე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. ამის
წინა სტატია მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის ადვოკატის მერაბ ჩიქოვანის განცხადებით, პროკურატურის მიერ ამოღებულ ნივთმტკიცებაზე,
თბილისში, ვაზისუბნის ერთ-ერთ სკოლაში, მშობელსა და სკოლის დირექტორს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ფიზიკურ ძალადობა მოჰყვა და
წინა სტატია რუსთავის საქალაქო სასამართლოში, მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის, საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის, რამინ
ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსს აშოტ რაისიანსა და ენმ-ის წევრებს თავს დაესხნენ. მისი თქმით,
წინა სტატია აქციის მონაწილე გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ გორის მერიის თანამშრომელი თემურ მანველიშვილი, რომელმაც მას ფუნა და
წინა სტატია გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსის, თეიმურაზ მანველიშვილის მიერ აქციის მონაწილისთვის თავზე ნაკელიანი ურნის
%d bloggers like this: